"ბეტისის" ლეგენდა ჩინეთში ითამაშებს

AutoSharing Option
"ბეტისის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი რუბენ კასტრო კარიერას ჩინეთში განაგრძობს. ის სუპერლიგის კლუბ "გუანჯოუ ჯიჩენში" ითამაშებს.

36 წლის ფორვარდი წლის ბოლომდე დარჩება გუანჯოუში და იქ იჯარის წესით ითამაშებს.

კასტრო 2010 წლიდან "ბეტისის" ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 147 გოლია სევილიელთა მწვანე მაისურით.

რუბენ კასტროს მიმდინარე კონტრაქტი "ბეტისთან" 2019 წლის ზაფხულში სრულდება.

შეგახსენებთ, რომ ჩინურ კლუბს რუბენ კასტროს თანამემამულე გრეგორიო მანსანო წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული