ფეხბურთელობიდან მღვდლობამდე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი ფილიპ მალრაინი მღვდლად აკურთხეს.

მალრაინი "მანჩესტერის" სკოლის აღზრდილია, თუმცა "წითელი ეშმაკების" პირველ გუნდში მას მხოლოდ 1 თამაში აქვს ჩატარებული. კარიერის უდიდესი ნაწილი მან "ნორვიჩში" გაატარა. ასევე ითამაშა "კარდიფში", "ლეიტონ ორიენტსა" და "კინგს ლინში".

ფილიპი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წევრიც იყო. 1997-2007 წლებში, ეროვნული გუნდის მაისურით მან 27-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

მალრაინმა საფეხბურთო კარიერა 2008 წელს, 31 წლის ასაკში დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი ის თეოლოგიით დაინტერესდა. თავდაპირველად ბელფასტის უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდეგ კი სწავლა რომში განაგრძო.

ყოფილი ფეხბურთელის მღვდლად კურთხევა 8 ივლისს, დუბლინში მოხდა. ამ პროცედურისთვის, ირლანდიაში რომიდან სპეციალურად ჩავიდა არქიეპისკოპოსი ჯოზეფ ავგუსტინ დი ნოია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული