კონფედერაციათა თასი: პორტუგალია მესამე ადგილის მფლობელია

AutoSharing Option
2 ივლისს კონფედერაციათა თასის მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს პორტუგალიის და მექსიკის ნაკრებები შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, თუმცა დამატებით ტაიმებში პორტუგალიამ ერთი გოლი მიითვალა და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა. 

მე-16 წუთზე ანდრე სილვამ პენალტი ვერ გამოიყენა. 54-ე წუთზე ნეტომ ავტოგოლი გაიტანა და მექსიკა წინ გავიდა.

პორტუგალიამ გათანბრება 91-ე წუთზე პეპეს გოლით შეძლო და თამაში დამატებით ტაიმებში გადაიყვანა.

104-ე წუთზე კი ანდრე სილვა კვლავ მივიდა 11-მეტრიან ნიშნულთან და ამჯერად პენალტი ზუსტად შეასრულა.

ამ გამარჯვებით პორტუგალია კონფედერაციათა თასზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული