U20. ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

AutoSharing Option
ინგლისის 20-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ინგლისელები ფინალში ვენესუელას შეხვდნენ და ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი 35-ე წუთზე დომინიკ კალვერტ-ლევინი გახდა.

მესამე ადგილი იტალიას ერგო, რომელმაც ურუგვაის პენალტების სერიაში სძლია.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებმა ბოლო 51 წლის განმავლობაში ყველა ასაკობრივ ნაკრებში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული