ორშაბათის მატჩები: სეზონის შესაძლო ულამაზესი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ მაისს პრემიერლიგისა და ლა ლიგის თითო მატჩი გაიმართა.

"ლივერპული" 35-ე ტურის შეხვედრაში "უოტფორდს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 47-ე წუთზე ემრე ჯანმა გაიტანა. გერმანელმა ფეხბურთელმა ულამაზესი "მაკრატელათი" შეაგდო.

ამ გამარჯვების მერე "ლივერპულს" 69 ქულა გაუხდა და ის კვლავ მესამე ადგილზე იმყოფება.

ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში "მალაგამ" "სევილიას" უმასპინძლა და ანგარიშით 4:2 სძლია. სტუმრებიდან დუბლით ფრანკო ვასკესი გამოირჩა. "მალაგადან" კი გოლები პაბლო ფორნალსმა, სანდრო არმირესმა, დიეგო ლორენტემ და ხუან კარლოსმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ რამირესს
დუბლის გაფორმება შეეძლო, თუმცა მან პენალტი გააფუჭა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სეზონის საუკეთესო გოლია ჩემი აზრით პრემიერლიგაში
0

სიახლეები პოპულარული