ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: "ბებერი ხარი" და მისი 250 გოლი

AutoSharing Option
იტალიაში ანდრეა ბელოტი, საფრანგეთში ედინსონ კავანი, ინგლისში დელე ალი - ეს ფეხბურთელები საოცრად პროდუქტიულები არიან თავიანთ ლიგებში. ამ უქმეებზე მათ მორიგი რეკორდები დაამყარეს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მართალია, ბებერია, მაგრამ ბებერი ხარის ამბავი ხომ გაგიგიათ. უფრო მეტი საინტერესო სტატისტიკური ფაქტები იხილეთ ჩვენს სტატიაში...

პრემიერლიგა: ალის ვარსკვლავის ამოსვლა
* პრემიერლიგაში ამ სეზონში 42-ედ მოხდა, რომ ერთმა გუნდმა მას მერე მოიგო, რაც აგებდა - ანუ "ქამბექი" შემოგვთავაზა.

* რომელუ ლუკაკუს (ევერტონი) უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (23), ვიდრე მთელ "მიდლსბროს" - 22.

* რომელუ ლუკაკუმ
"გუდისონ პარკზე" ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა (11 გოლი).

* ტომ დევისმა (ევერტონი) 30-ე წამზე გაიტანა, ეს კი ამ სეზონში მესამე უსწრაფესი გოლია სეზონში ლუკაკუსა და პედროს გოლების შემდეგ.

* "სანდერლენდმა" 675 წუთში ვერ შეძლო გოლის გატანა, გუნდმა ამ დროში ჯამში 79-ჯერ დაარტყა კარისკენ.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერში" 51 თამაშში 21 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გუნდში ხუან მატაა 10 გოლით.

* სებასტიან ლარსონმა (სანდერლენდი) პრემიერლიგის კარიერაში (278 მატჩი) პირველი წითელი ბარათი მიიღო.

* "ჩელსიმ" ამ სეზონში უკვე დააგროვა 75 ქულა, ამდენი ქულით კი გუნდმა 20 წლის წინათ პრემიერლიგა მოიგო.

* ნგოლო კანტემ "ჩელსის" მაისურით პირველი საგოლე პასი გააკეთა (30-ე მატჩში).

* "ლივერპულმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა მას მერე, რაც აგებდა - 18.

* ფილიპე კოუტინიომ (ლივერპული) 30-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და ბრაზილიელთა შორის საუკეთესო გახდა ამ მაჩვენებლით.

* ფაბიან დელფმა (სიტი) პრემიერლიგაში 448-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.

* სერხიო აგუერომ (სიტი) ბოლო 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

* მას მერე, რაც დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი) პრემიერლიგაში თამაშობს, სერბმა 24 საგოლე პასი გააკეთა. დროის ამ მონაკვეთში მას მხოლოდ სამი ფეხბურთელი სჯობს: ფაბრეგასი (32), იოზილი (30) და ერიქსენი (26).

* იორდი კლასიმ (საუთჰემპტონი) პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა (37-ე ცდაზე).

* დელე ალიმ (ტოტენჰემი) 40 გოლში მიიღო მონაწილეობა, სანამ 21 წლის შესრულდებოდა. რომ შევადაროთ: ლამპარდმა მხოლოდ 15 გოლში მიიღო მონაწილეობა 21 წლის ასაკამდე, ჯერარდმა - 13-ში, ბექჰემმა - 12-ში.

* "ტოტენჰემის" საშინაო წაუგებელი სერია უკვე 16 მატჩს ითვლის (14 მოგება, 2 ფრე).

* დელე ალიმ პრემიერლიგაში 63 მატჩი ითამაშა და მის ანგარიშზე 26 გოლი და 14 საგოლე პასია. პირველი 63 მატჩის შემდეგ უეინ რუნის ანგარიშზე 15 გოლი და 7 პასი იყო, პოლ სქოულზის - 18 გოლი და 3 პასი, სხვებს კიდევ უფრო ნაკლები აქვთ.

* ჰიუნ-მინ სონი (ტოტენჰემი) გახდა პირველი კორეელი, ვინც პრემიერლიგაში სეზონში 10 გოლზე მეტი გაიტანა.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (მანჩესტერი), რაც 30 წლის გახდა, მას მერე 250 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

ლა ლიგა: "მალაგას" სერია
* "ბეტისმა" ზედიზედ 20 საგარეო მატჩში ვერ შეინახა კარი "მშრალად", რაც სევილიური კლუბის ანტირეკორდია 2000 წლის მერე.

* "ოსასუნამ" ზედიზედ ორი მატჩი ლა ლიგაში 2014 წლის იანვრის მერე პირველად მოიგო.

* "ეიბარმა" უკვე მოიპოვა 50 ქულა ამ სეზონში, რაც ამ გუნდისთვის რეკორდულია პრიმერაში.

* პედრო ლეონმა (ეიბარი) ლა ლიგის ამ სეზონში 10 გოლი გაიტანა, ნახევარმცველებში ყველაზე მეტი.

* "ვალენსიას" გოლი (სანტი მინა) 38-სვლიანი კომბინაციის შემდეგ გავიდა "გრანადას" კარში, რაც 2006/07 წლების შემდეგ საუკეთესო შედეგია.

* სიმონე ძაძამ (ვალენსია) ესპანეთში პირველი დუბლი მიითვალა.

* ამ სეზონში პირველი და ერთადერთი გუნდი, რომელმაც "ბარსელონასთან" ორივე მატჩში კარი "მშრალად" შეინახა, "მალაგაა".

* ნეიმარმა (ბარსელონა) ლა ლიგაში პირველი წითელი ბარათი მიიღო.

* "ბარსელონამ" "ლა როსალედაზე" ბოლოს 2003 წელს წააგო (1:5).

* "სევილიამ" ხორხე სამპაოლის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელა მეტოქის კარში - 13.

* კეილორ ნავასმა მადრიდულ დერბებში 8 გოლი გაუშვა, ეს კი "რეალის" მეკარეებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* პირველად მოხდა, რომ "რეალმა" ზედიზედ მე-4 მატჩი ვერ მოუგო "ატლეტიკოს" "სანტიაგო ბერნაბეუზე".

* ზინედინ ზიდანმა (რეალი) მწვრთნელის რანგში 50-ე მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში.

ბუნდესლიგა: ჰიონესის ტოლ-სწორი
* 2011 წლის მერე პირველად, "ვერდერი" 8 ტურია დაუმარცხებელია (6 მოგება, 2 ფრე).

* "დარმშტადტმა" 21 მატჩი წააგო ამ სეზონში. მეტი (24) მხოლოდ ბერლინის "ტასმანიას" აქვს წაგებული 28 ტურში, ეს კი 1965/66 წლებში მოხდა.

* მარკუს ზუტნერმა (ინგოლშტადტი) ოთხივე გოლი ამ სეზონში საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

* "ჰერტამ" ამ სეზონში "ოლიმპიაშტადიონზე" 11 მატჩი მოიგო. ამ სეზონში ყველაზე მეტი საშინაო გამარჯვება ბუნდესლიგის კლუბებს შორის ბერლინელებს აქვთ.

* პოლ ვერჰაეგმა (აუგსბურგი) 150-ე მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში და ის გოლით აღნიშნა.

* "ბაიერნი" შინ 30 ტურია დაუმარცხებელია. ბოლოს მას "მაინცმა" მოუგო, 2016 წლის მარტში.

* არიენ რობენმა (ბაიერნი) "დორტმუნდს" მეათე გოლი გაუტანა.

* გერმანულ კლასიკაში 20 წუთში იმდენივე გოლი იყო გატანილი, რამდენიც "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" წინა 4 დაპირისპირებაში ერთად - 3.

* ფრანკ რიბერიმ (ბაიერნი) 110-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით და ული ჰიონესის მიღწევა გაიმეორა.

* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგის ზედიზედ 7 ტურში გაიტანა.

* იუსუფ პოულსენმა (ლაიპციგი) ბუნდესლიგაში 1169-წუთიანი პაუზის მერე გაიტანა.

* ნილს პეტერსენმა (ფრაიბურგი) უკვე მე-18 გოლი გაიტანა მას მერე, რაც შეცვლაზე შევიდა. ის ალექსანდერ ციკლერის რეკორდს გაუტოლდა.

სერია A: ომარ სივორის მერე...
* 31 ტურის შემდეგ "ნაპოლის" შარშანაც 67 ქულა ჰქონდა მოპოვებული, ეს კი კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

* ლორენცო ინსინიემ (ნაპოლი) პირადი რეკორდი დაამყარა სეზონში გოლების რიცხვით - 13.

* "მილანმა" ჩემპიონატში 4 და მეტი გოლის სხვაობით 2013 წლის მაისის მერე პირველად მოიგო.

* ანდრეა ბელოტიმ (ტორინო) უკვე 10 გოლი გაიტანა თავით, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

* ანდრეა ბელოტი პირველი ფეხბურთელია სერია A-ში ანდრეი შევჩენკოს (1999/2000 წ.) შემდეგ, ვინც 24 წლამდე ასაკში შეძლო 24 და მეტი გოლის გატანა სეზონში.

* ჯონ ჩარლზისა და ომარ სივორის მერე გონსალო იგუაინი "იუვეს" პირველი ფეხბურთელია, ვინც პირველივე სეზონში გუნდში 20 და მეტი გოლი გაიტანა. მას მერე კი 59 წელი გავიდა.

* ბოლო სამი გოლი გონსალო იგუაინმა პაულო დიბალას პასებით გაიტანა.

* ჯანლუიჯი ბუფონმა (იუვენტუსი) ჩემპიონატში 616-ე მატჩი ითამაშა, წინ მხოლოდ პაოლო მალდინი დარჩა (647).

* ლორენცო პელეგრინიმ (სასუოლო) "ატალანტას" "მშრალი" სერია 524-ე წუთზე შეწყვიტა.

* "იუვენტუსი" ამ სეზონში მხოლოდ 225 წუთის განმავლობაში აგებდა მატჩებს.

Sportall.Ge

ლიგა 1: მიწისძვრა ოლიმპიკ პარკზე
* ბოლო 7 საშინაო მატჩია, "ლილს" ჩემპიონატის მატჩი ვერ მოუგია შინ.

* მარიო ბალოტელიმ პირველად გაიტანა გოლი "ნიცას" საგარეო მატჩში.

* პსჟ-ს გოლების 90% "გენგამის" კარში მეორე ტაიმებში გააქვს.

* ედინსონ კავანიმ (პსჟ) "გენგამს" ბოლო სამ შეხვედრაში 4 გოლი გაუტანა.

* ამ სეზონში კლუბისა და ნაკრების მაისურით ჯამში ყველაზე მეტი გოლი ედინსონ კავანის აქვს გატანილი - 48. შემდეგ მოდიან რობერტ ლევანდოვსკი და ლიონელ მესი - 46-46.

* პრეჟიუს ნაკულმამ "ნანტის" ბოლო 7 გოლიდან 5 გაიტანა.

* "ლიონმა" საკუთარ სტადიონზე პირველად გაუშვა 4 გოლი.

* რადამელ ფალკაომ ბოლო ხუთ მატჩში, როცა სასტარტოში თამაშობდა, ხუთი გოლი გაიტანა.

* პირველად მოხდა, რომ "რენმა" ჩემპიონატის მატჩის I ტაიმში ერთხელაც კი ვერ დაარტყა მეტოქის კარისკენ.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული