ევროპა. ტოპ-5 ლიგის ფაქტები და სტატისტიკა: ჟოზეს და პეპის დაცემები

AutoSharing Option
შუა კვირაში ევროპის სამ მოწინავე საფეხბურთო ქვეყანაში გაიმართა სრულფასოვანი ტურები, დანარჩენ ორში კი სათასო ბატალიები ვიხილეთ. ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმე ხოსეპ გვარდიოლასთვის გამოდგა, რომელმაც რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა სამწვრთნელო კარიერაში...

პრემიერლიგა: ვენგერის 450
* არსენ ვენგერის (არსენალი) გამარჯვება "ვესტ ჰემზე" მის სამწვრთნელო კარიერაში 450-ე იყო.

* დივოკ ორიგიმ (ლივერპული) ყველა შეჯიბრებაში მე-10 გოლი გაიტანა ამ სეზონში. მასზე მეტი კლუბში მხოლოდ სადიო მანეს აქვს გატანილი - 13.

* ჯეიმი ვარდიმ (ლესტერი) კრეიგ შექსპირის ხელმძღვანელობით 5 თამაშში 5 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში. ზუსტად ამდენის გატანას
კი მან წინა 22 მატჩი მოანდომა კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით.

* რაც მარკო სილვა "ჰალის" თავკაცად დანიშნეს, გუნდმა პრემიერლიგაში 17 ქულა დააგროვა, რაც მეოთხე შედეგია "ჩელსის", "ტოტენჰემისა" და "ევერტონის" შემდეგ.

* ხოსეპ გვარდიოლამ (სიტი) პირველად წააგო სამწვრთნელო კარიერაში 6 მატჩი ერთ სეზონში.

* ასევე პირველად მოხდა, როცა პეპის გუნდმა ერთ სეზონში ორივე მატჩი დათმო ერთსა და იმავე ოპონენტთან.

* რაც მაურისიო პოჩეტინო "ტოტენჰემის" თავკაცია, გუნდმა 53 ქულა დააგროვა იმ მატჩებში, რომლებსაც თავიდან აგებდა. ეს კი 13 ქულით მეტია ნებისმიერ სხვა კლუბის შედეგზე დროის იმავე შუალედში.

* დელე ალიმ (ტოტენჰემი) 2017 წელს 12 გოლში მიიღო მონაწილეობა პრემიერლიგაში (9 გოლი, 3 საგოლე პასი).

* ლონდონის "არსენალი" გახდა პირველი გუნდი ინგლისის ელიტიდან, რომელმაც ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 100 გოლი გაიტანა.

* ფილიპე კოუტინიომ (ლივერპული) 29 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და ჟუნინიოს გაუტოლდა. მათზე მეტი პრემიერლიგაში არც ერთ ბრაზილიელს არ გაუტანია.

* ამ სეზონში "სტემფორდ ბრიჯზე" ყველაზე მეტი გოლი ედენ აზარმა (ჩელსი) გაიტანა - 10.

* სერხიო აგუერომ (სიტი) ბოლო 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

* უმარ ნიასემ (ჰალი) ბოლო 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

* უეინ რუტლიჯმა (სუონსი) "ლიბერთი სტედიუმზე" 2014 წლის მერე პირველი გოლი გაიტანა.

* ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი) უკვე ჩამორჩა ლუი ვან გაალის მაჩვენებელს - 29 მატჩში მან 54 ქულა მოაგროვა, რაც ორით ნაკლებია ჰოლანდიელის შედეგზე.

* ჟოზე მოურინიოს საშინაო მოგებების პროცენტული მაჩვენებელი კატასტროფული აქვს - 38%, მაშინ, როცა სერ ალექს ფერგიუსონს 75% ჰქონდა, ხოლო ლუი ვან გაალს - 68%. დევიდ მოიესსაც კი უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა ბევრად - 44%.

* "უოტფორდის" ადრიან მარიაპა უცნაური რეკორდის მფლობელი გახდა - მან ერთსა და იმავე კლუბში 3 614-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა პრემიერლიგაში.

Sportall.Ge

ლა ლიგა: ასისტენტი სუარესი
* მაურისიო ლემოსმა (ლას პალმასი) ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით - 3.

* ამ სეზონში ლა ლიგის ნახევარმცველებში ხამეს როდრიგესი (რეალი) საგოლე პასებით მხოლოდ თანაგუნდელ ტონი კროოსს ჩამორჩება - 12 14-ის წინააღმდეგ.

* ალვარო მორატა გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც "რეალში" ჰეთ-თრიკი შეასრულა 2009 წლის მერე. თუმცა, შესაძლოა, ალვაროს ერთი გოლი გაუუქმონ, რადგან ის ალვაროს რეალურად არ გაუტანია. ბოლო ჰეთთრიკოსანი, რა თქმა უნდა, რაულ გონსალეს ბლანკო იყო.

* კეილორ ნავასმა ბოლო 8 შეხვედრაში ვერ შეინახა კარი მშრალად, ეს მის კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია.

* მარკო ასენსიომ "რეალის" მაისურით პირველი საგოლე პასი გააკეთა ლა ლიგაში.

* "ბარსელონამ" ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პირველად მოიგო ზედიზედ 8 მატჩი "კამპ ნოუზე".

* ლეო მესიმ (ბარსელონა) ლა ლიგის მატჩებში ბოლო რვავე მატჩში გაუტანა "სევილიას" (ჯამში 12 გოლი).

* 2017 წელს ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე პასი ლუის სუარესის (ბარსელონა) ანგარიშზეა - 7.

* ლიონელ მესიმ 29 გოლი გაუტანა "სევილიას", რომელიც მისი საყვარელი საკბილოა.

* "ატლეტიკომ" ზედიზედ 5 ტურში იმარჯვა, რაც 2016 წლის აპრილის მერე პირველად მოხდა.

* ფილიპე ლუიშმა (ატლეტიკო) ლა ლიგაში ზედიზედ ორ ტურში პირველად გაიტანა.

* ფილიპე ლუიშის ანგარიშზე ამ სეზონში 62 წარმატებული დრიბლინგია, რაც მცველებში საუკეთესო შედეგია. მეორეზეა "ალავესის" მცველი ტეო ერნანდესი - 56 წარმატებული დრიბლინგი.


ბუნდესლიგა: ჰეკინგის 500
* ლუკას პიშჩეკმა (დორტმუნდი) სეზონში ხუთი გოლით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

* ტაიფუნ კორკუტის ხელმძღვანელობით, "ლევერკუზენმა" ბუნდესლიგაში დეკემბრის მერე პირველად მოიგო.

* ჟან-ფილიპ გბამინი (მაინცი) ამ სეზონში უკვე მესამედ გააძევეს.

* ფლორიან ნიდერლეხნერი "ფრაიბურგის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ ორ საგარეო მატჩში გაიტანა ამ სეზონში.

* "ლაიპციგის" ფეხბურთელებმა ბუნდესლიგაში პირველად შეძლეს მატჩში ორი გოლის გატანა თავით.

* დიტერ ჰეკინგმა ბუნდესლიგაში 500 ქულა მოიპოვა.

* კევინ ფოლანდმა "ლევერკუზენის" ბოლო 7 გოლიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა.

* ზედიზედ 80 მატჩია, რაც "ლევერკუზენს" ბუნდესლიგაში ერთი და იმავე შემადგენლობით არ დაუწყია.

* "დორტმუნდი" ბუნდესლიგაში ბოლო ორი წელიწადია შინ არ დამარცხებულა, ეს 34 მატჩია - 28 მოგება, 6 ფრე.

Sportall.Ge

იტალიის თასი: ლაციოს ხუთში სამი და იუვეს სამში სამი
* დრის მერტენსმა (ნაპოლი) არკადიუშ მილიკი შეცვალა და 8 წამში პირველი შეხებით გაიტანა გოლი "იუვენტუსის" კარში.

* პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზედიზედ სამჯერ გავიდა იტალიის თასი ფინალში.

* გონსალო იგუაინმა, რაც "იუვენტუსში" გადავიდა, "ნაპოლის" სამჯერ დაურტყა და სამივე გოლად აქცია.

* "რომამ" ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) ზუსტად 100 გოლი გაიტანა.

* ბოლო ხუთ სეზონში მესამედ "ლაციო" იტალიის ფინალშია.

* სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა (ლაციო) იტალიის თასზე 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

ლიგა 1 და თასი: ლაკაზეტის ტრადიცია
* ალექსანდრ ლაკაზეტს (ლიონი) "მეცის" წინააღმდეგ ყოველ მატჩში თითო გოლი გააქვს. ეს ტრადიცია უკვე სამი სეზონია გრძელდება.

* "მონაკომ" ამ სეზონში 35 მატჩი მოიგო (ყველა შეჯიბრებაში), რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო შედეგია.

* ვალერი ჟერმენმა (მონაკო) ამ სეზონში 12-ვე გოლი "ლუი მეორეზე" გაიტანა.

* "გენგამი" 2009 წლის მერე მეოთხედ გავიდა საფრანგეთის ნახევარფინალში, ეს კი საუკეთესო შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული