ევროპა. ტოპ-5 ლიგები: პიპიტას შურისძიება [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და ბუნდესლიგაში მორიგი ტურებია, ლიგა 1-ში ერთი გამოტოვებული თამაში გაიმართა, იტალიაში კი მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა...

გახსოვთ, რამდენიმე დღის წინათ გონსალო იგუაინის პირველი ვიზიტი ნეაპოლში? მას ტიფოზებმა აგინეს და უსტვინეს, "იუვენტუსმა" ვერ მოიგო, ხოლო "ნაპოლის" მცველებმა ფეხი არ გაანძრევინეს პიპიტას. ახლა კოპა იტალიას საპასუხო ნახევარფინალში იგუაინმა შური იძია ტიფოზებზეც და მეტოქის მცველებზეც - ამ თამაშში მთავარი პიპიტას დუბლი იყო, თორემ მერე "ნაპოლის" სამ გოლს აზრი აღარ ჰქონდა, ტურინში "ბებერმა ქალბატონმა" 3:1 მოიგო.

ასე რომ, იტალიის თასის ფინალში
ერთმანეთის პირისპირ მასიმილიანო ალეგრის "იუვენტუსი" და სიმონე ინძაგის "ლაციო" გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ "იუვე" ზედიზედ მესამედ გავიდა თასის ფინალში, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
მთავარი მატჩი ლონდონში შედგა, სადაც ანტონიო კონტეს "ჩელსიმ" ედენ აზარის დუბლის წყალობით 2:1 "მანჩესტერ სიტის" სძლია. სხვათა შორის, პეპის სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, როცა მან სეზონში 6 მატჩი წააგო, თან, მას მეტის წაგების "პერსპექტივაც" აქვს სეზონის ბოლომდე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"არსენალის" ფანებმა სპეციალურად დააგვიანეს ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, ეს იყო არსენ ვენგერის წინააღმდეგ პროტესტის ერთგვარი ფორმა. თავად გუნდს კი პრობლემა არ შექმნია 3:0 მოიგო იოზილის, უოლკოტისა და ჟირუს გოლებით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იურგენ კლოპი კვლავ დამწუხრებული დარჩა, რადგან "ლივერპულმა" ედი ჰაუს ყოჩაღი "ბორნმუთი" ვერ დაამარცხა. "ტოტენჰემმა" კი "სუონსის" ბოლო წუთებზე გამოგლიჯა ხელიდან გამარჯვება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"ბარსელონამ" პირველივე ტაიმში მოგუდა "სევილია", რომლის კრიზისსაც ბოლო არ უჩანს, ლეო მესიმ დუბლი შეასრულა და 27 გოლით ევროპის ტოპ-5 ლიგებში მთავარ მეგოლე ედინსონ კავანის დაეწია. ანდალუსიელთა კარი კი პირველად ლუის სუარესმა დალაშქრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსა" სულ რამდენიმე წუთი იყო ლიდერი, "რეალმა" დერბი მოუგო "ლეგანესს" 4:2 და დაიბრუნა ლიდერობა. ზიდანმა შემადგენლობაში ექსპერიმენტები ჩაატარა, რითაც ყველაზე მეტად ალვარო მორატამ იხეირა, ვინც ჰეთ თრიკი მიითვალა. მორატა პირველი ესპანელია 2009 წლის მერე, ვინც "რეალის" მაისურით ჰეთ თრიკი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
საფრანგეთში "ლიონმა" იოლად მოიგო გადმოტანილი მატჩი "მეცთან", სეზონში 24-ე გოლი გაიტანა ალექსანდრ ლაკაზეტმა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXI ტური
არსენალი-ვესტ ჰემი 3:0
გოლები: 1:0 იოზილი (58), 2:0 უოლკოტი (68), 3:0 ჟირუ (83)
არსენალი (4-2-3-1): მარტინესი - ბელერინი, მუსტაფი, გაბრიელ პაულისტა, მონრეალი - ელნენი (81. რემზი), ჯაკა - უოლკოტი (81. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), იოზილი, სანჩესი - უელბეკი (74. ჟირუ)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი - ბაირემი, ფონტე, კოლინზი, მასუაკუ - ნოუბლი (80. ე. ფერნანდესი), კუიატე - ა. აიუ, ლანძინი, ანტონიო (46. სნოდგრასი) - ე. ქეროლი (64. დ. სახო)
მაყურებელი: 59 961

ჰალი-მიდლსბრო 4:2
გოლები: 0:1 ნეგრედო (5), 1:1 მარკოვიჩი (14), 2:1 ნიასე (27), 3:1 ერნანდესი (33), 3:2 დე როონი (45), 4:2 მაგუაირი (70)
ჰალი (4-4-2): იაკუპოვიჩი - ალ მუჰამადი, რანოკია, მაგუაირი (81. დოუსონი), რობერტსონი - გროსიცკი (88. ჰენრიკსენი), ნდიაიე, კლუკასი, მარკოვიჩი - ნიასე, ერნანდესი (51. ევანდრო)
მიდლსბრო (4-4-2): ვალდესი - ბარაგანი, აიალა, გიბსონი, ჰასბენდი (59. გედიურა) - ტრაორე, კლეიტონი, დე როონი, დაუნინგი - ნეგრედო (71. ბემფორდი), გესტედე (81. სტუანი)
მაყურებელი: 20 380

საუთჰემპტონი-კრ. პალასი 3:1
გოლები: 0:1 ბენტეკე (31), 1:1 რედმონდი (45), 2:1 იოშიდა (84), 3:1 უარდ-პროუსი (85)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, მაკქუინი - ს. დევისი (87. ჰოიბერგი), რომეუ - ტადიჩი, უარდ-პროუსი, რედმონდი (90. როდრიგესი), ლონგი
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ჯ. უარდი, კელი, მ. სახო, შლუპი (58. დელენი) - კაბაი (46. საკო), მილივოიევიჩი (88. ფლამინი) - თაუნსენდი, ფენჩენი, ზაჰა - ბენტეკე
მაყურებელი: 29 968

სუონსი-ტოტენჰემი 1:3
გოლები: 1:0 რუტლიჯი (11), 1:1 ალი (88), 1:2 სონი (90+1), 1:3 ერიქსენი (90+4)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი (72. კი), ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - ფერი, კორკი, ტ. ქეროლი - რუტლიჯი (90. ნარსინგი), სიგურდსონი, ჯ. აიუ (75. მაკბერნი)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - უოლკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი (79. ნკუდუ) - ე. დაიერი, დემბელე - სისოკო (61. იანსენი), ალი, ერიქსენი - სონი (90+4. ტრიპიე)
მაყურებელი: 20 855

ჩელსი-მანჩესტერ სიტი 2:1
გოლები: 1:0 აზარი (10), 1:1 აგუერო (26), 2:1 აზარი (35)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ზუმა (46. მატიჩი), დავიდ ლუიზი, კეჰილი - ასპილიკუეტა, კანტე, ფაბრეგასი (81. ვილიანი), ალონსო - პედრო, აზარი (90. ლოფტუს-ჩიკი) - დიეგო კოშტა
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - ნავასი, კომპანი, სტოუნზი, კლიში - ფერნანდინიო, დელფი - დე ბრუინი (79. სტერლინგი), დავიდ სილვა, სანე (85. ნოლიტო) - აგუერო
გამოუყენებელი პენალტი: აზარი (35)
მაყურებელი: 41 528

ლივერპული-ბორნმუთი 2:2
გოლები: 0:1 აფობე (7), 1:1 კოუტინიო (40), 2:1 ორიგი (59), 2:2 ჯ. კინგი (87)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, კლავანი, მილნერი - ჩანი, ლუკას ლეივა, ვეინალდუმი - ორიგი, კოუტინიო (65. მატიპი), ფირმინო
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - იბე (61. ფრეიზერი), არტერი, უილშირი, პაფი (83. გრეიდელი) - ჯ. კინგი - აფობე
მაყურებელი: 53 627

ბომბარდირები: 21 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 16 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 15 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXX ტური
ბარსელონა-სევილია 3:0
გოლები: 1:0 ლუის სუარესი (25), 2:0 მესი (28), 3:0 მესი (33)
ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე (77. დინი), უმტიტი - სერხი რობერტო, რაკიტიჩი (80. ალენია), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლუის სუარესი (65. პაკო ალკასერი), ნეიმარი
სევილია (5-4-1): სერხიო რიკო - მარიანო, მერკადო (46. კრანევიტერი), პარეხა, ლონგლე, ესკუდერო - ნასრი (46. სარაბია), ნზონზი, იბორა (76. იოვეტიჩი), ვიტოლო - ხოაკინ კორეა
გაძევება: ვიტოლო (90)
მაყურებელი: 85 511

ალავესი-ოსასუნა 0:1
გოლი: 0:1 ბერენგერი (88)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო, ალექსისი, ელი, რაულ გარსია (71. ტეო ერნანდესი) - მარკოს ლორენტე, დანიელ ტორესი (78. დეივერსონი) - ოსკარ რომერო, კრსტიჩი (62. იბაი გომესი), კატაი - კრისტიან სანტოსი
ოსასუნა (4-4-2): სირიგუ - ოლავიდე, ოიერი, დავიდ გარსია, ფუენტესი - დე ლას კუევასი (69. ბუნუელი), ჩაუშიჩი, ფაუსტო (71. პერეა), კლერკი - სერხი ლეონი (77. ბერენგერი), კოდრო
მაყურებელი: 18 344

სპორტინგი-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 სანდრო რამირესი (40)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, მერე, ბაბენი, კანელია - სერხიო ალვარესი, ნაჩო კასესი (82. პაბლო ფერნანდესი) - კარმონა (73. ვიქტორ როდრიგესი), ლასინა ტრაორე (61. ნდი), ბურგუი - კარლოს კასტრო
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ლუის ერნანდესი, დიეგო ლორენტე, რიკა - ნაჩო კამაჩო, ფორნალსი - კეკო (75. ონტივეროსი), მაიკლ სანტოსი (68. ხუანპი), გონსალო კასტრო - სანდრო რამირესი (88. შარლესი)
მაყურებელი: 24 503

დეპორტივო-გრანადა 0:0
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ლუიზინიო - გილერმე, ბორხესი - ხილი (57. გამა), ჩოლაქი, მარლოს მორენო (74. ოლა ჯონი) - ანდონე
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ფულკიე, სონიე, ვეზუ, ესტუპინანი - ანდრეას პერეირა, ვაკასო - კუენკა, ბოგა, ექტორ ერნანდესი (84. ატცილი) - კრავეცი (60. პონსე)
გამოუყენებელი პენალტი: ბორხესი (77)
მაყურებელი: 19 143

ლეგანესი-რეალი 2:4
გოლები: 0:1 ხამეს როდრიგესი (15), 0:2 მორატა (18), 0:3 მორატა (23), 1:3 გაბრიელი (32), 2:3 ლუსიანო (34), 2:4 მორატა (48)
ლეგანესი (5-4-1): ერერინი - ტიტო (54. სამუელ გარსია), ბუსტინცა, მანტოვანი, სიოვასი, დიეგო რიკო - გაბრიელი (64. ბუენო), რუბენ პერესი, ტიმორი, შიმანოვსკი (84. მაჩისი) - ლუსიანო
რეალი (4-3-3): კეილორ ნავასი - დანილო, სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო - კოვაჩიჩი (81. მოდრიჩი), კაზემირო, ხამეს როდრიგესი (72. ისკო) - ლუკას ვასკესი, მორატა (78. მეხია), ასენსიო
მაყურებელი: 10 922

ხუთშაბათი. 6 აპრილი
ეიბარი-ლას პალმასი 21:30
ვალენსია-სელტა 23:30

ბომბარდირები: 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVII ტური
დარმშტადტი-ლევერკუზენი 0:2
გოლები: 0:1 ბრანდტი (15), 0:2 ფოლანდი (56)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ფედეცკი, ბანგაარდი, ზულუ, ჰოლანდი - გონდრფი, ჰამით ალთინთოფი - სემი (27. გუვარა), ვრანჩიჩი (55. როზენტალი), ჰელერი - ბოიდი (65. პლატე)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰილბერტი, იედვაი, თოფრაქი, ვენდელი - კამპლი, ბაუმგარტლინგერი - ბელარაბი (75. კისლინგი), ბრანდტი (89. მეჰმედი), ჰავერტცი - ფოლანდი (91. პოჰიანპალო)
მაყურებელი: 16 200

აუგსბურგი-ინგოლშტადტი 2:3
გოლები: 0:1 კიტელი (24), 0:2 კოენი (35), 0:3 კოენი (67), 1:3 ვერჰეგი (76-პენ), 2:3 ჰალილ ალთინთოფი (82)
აუგსბურგი (3-5-2): ჰიტცი - დანსო, კაჩარი (66. ჟი), ჰინტერეგერი - ვერჰეგი, მორავეკი (78. ჰალილ ალთინთოფი), დ. ბაიერი, კოო, სტაფილიდისი (72. მაქსი) - ბობადილია, ფინბოგასონი
ინგოლშტადტი (3-4-2-1): ჰანსენი - მ. მატიპი, ბრეგერიე, ტისერანდი - ჰადერგონაო, როჯერი, კოენი, ზუტნერი - პ. გროსი (88. ლეკიე), კიტელი (84. მორალესი) - ლესკანო (76. ჰინტერზეერი)
მაყურებელი: 29 528

ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 0:1
გოლი: 0:1 ნიდერლეხნერი (78)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ტრეში, კნოხე, ვოლშაიდი, ჰორნი - გილავოგი, ბაზური - ბლაშჩიკოვსკი (67. დიდავი), არნოლდი, ვიეირინია (84. მაიორალი) - გომესი
ფრაიბურგი (4-2-2-2): შვოლოვი - კიუბლერი, სოიუნჩუ, კემპფი, იგნიოვსკი - შუსტერი, ფრანტცი - ჰაბერერი (84. ო. ბულუთი), გრიფო - გუედე (69. პეტერსენი), ნიდერლეხნერი (90. ნიდერმაიერი)
მაყურებელი: 24 179

გლადბახი-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 ბენესი (16)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - ელვედი, სიორენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - დაჰუდი, ბენესი (85. ჰანი) - ჰერმანი (76. ტრაორე), ჰოფმანი - ტ. აზარი (90. ნ. შულცი), შტინდლი
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, შტარკი, ტორუნარიგა - სკიელბრედი, დარიდა - ესვაინი, შტოკერი, კალუ (81. კადე) - ჰარაგუჩი (66. ალაგუი)
მაყურებელი: 44 347

მაინცი-ლაიპციგი 2:3
გოლები: 0:1 ზაბიტცერი (48), 0:2 ვერნერი (52), 1:2 ჟაირო (69-პენ), 1:3 კეიტა (81), 2:3 მუტო (91)
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ჰაკი, ბროზინსკი - ფ. ფრაი, გბამინი - იოზთუნალი, ბოიანი (68. მუტო), კუაისონი (55. ჟაირო) - კორდობა (88. დე ბლაზისი)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო, უპამეკანო (41. ვერნერი), ორბანი, ჰალსტენბერგი - დემე, ილსანკერი - კეიტა (85. დ. კაიზერი), ფორსბერგი (76. რ. ხედირა) - პოულსენი, ზაბიტცერი
გაძევება: გბამინი (89. მაინცი)
მაყურებელი: 26 379

ბომბარდირები: 25 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 24 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი). 22 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 15 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

საფრანგეთი. ლიგა 1. გადმოტანილი მატჩი
მეცი-ლიონი 0:3
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (59), 0:2 ფერი (87), 0:3 ტოლისო (90)

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

იტალიის თასი. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი
ნაპოლი-იუვენტუსი 3:2 (1:3)
გოლები: 0:1 იგუაინი (42), 1:1 ჰამშიკი (53), 1:2 იგუაინი (58), 2:2 მერტენსი (61), 3:2 ინსინიე (67)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი - ზელინსკი (82. ალანი), დიავარა, ჰამშიკი (75. პავოლეტი) - კალეხონი, ინსინიე, მილიკი (61. მერტენსი)
იუვენტუსი (4-2-3-1): ნეტო - ალვეში, ბონუჩი, ბენატია, სანდრო - რინკონი (70. პიანიჩი), ხედირა - კუადრადო, დიბალა (76. ბარძალი), სტურარო (86. ლემინა) - იგუაინი
მაყურებელი: 55 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული