სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, შესაძლოა, ერთბაშად ოთხ ქვეყანაში ჩატარდეს
AutoSharing Option
17:06 16-02-2017
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, შესაძლოა, ერთბაშად 3-4 ქვეყანაში გაიმართოს. ამის შესახებ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა. მისი თქმით, თითოეულ მასპინძელ ქვეყანაში მატჩები 4-5 სტადიონზე გაიმართება.

"ფიფა მხარს დაუჭერს მსოფლიოს პირველობის ერთობლივ განაცხადებს. გვსურს, ყველას ვაჩვენოთ, რომ ვმოქმედებთ გონივრულად, ვფიქრობთ სტაბილურობასა და ვიყურებით წინ. ორ, სამ, ოთხ ქვეყანას შეეძლება მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის წარმოდგენა, თითოეულ ქვეყანაში 3-5 სტადიონით. ჩვენ ასეთ პროექტს მხარს დავუჭერთ", - თქვა ინფანტინომ.

მანამდე ფიფამ გამოაცხადა, რომ 2026 წლის მუნდიალზე 48 ნაკრები ითამაშებს. ახალი ფორმატით, 48 გუნდი 3-გუნდიან 16 ჯგუფში განაწილდება.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.