აშკარად დაუჯერებელი - დიეგო მარადონა ფიფას თანამშრომელია

AutoSharing Option
56 წლის დიეგო მარადონამ გამოაცხადა, რომ ის ოფიციალურად გახდა ფიფას თანამშრომელი.

ფეხბურთის ლეგენდა ამბობს, რომ ამიერიდან ის ამ ორგანიზაციის სიწმინდესა და გამჭვირვალობაზე იზრუნებს:

"ეს უკვე ოფიციალურია. ბოლოს და ბოლოს, ავისრულებ ოცნებას და ვიმუშავებ ფიფას სიწმინდის მისაღწევად. ჩემ ირგვლივ ის ხალხია, ვისაც სინამდვილეში უყვარს ფეხბურთი. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ახალი გამოწვევის მიღებაში", - წერს დიეგო "ფეისბუქზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ