ევროპის სუპერლიგა სულ მალე იქნება?

AutoSharing Option
ესპანური "მარკა" წერს, რომ ევროპული გრანდების სუპერლიგა, რომელზეც ბევრჯერ თქმულა, დიდი ალბათობით, მალე რეალობად იქცევა. უკვე აღარ არის ლაპარაკი იმაზე, აღსრულდება თუ არა ბობოლათა ეს ოცნება, საუბარია მხოლოდ ვადებზე...

ახლახან ლა ლიგის მორიგი ტურის ორი შეხვედრა იმის გამო გადაიდო, რომ გალისიის სანაპიროზე შტორმმა ორი სტადიონი დააზიანა. კვირას არ შედგა "სელტა"-"რეალის" დაპირისპირება, არადა, "სამეფო კლუბი" ყველა ხერხით იბრძოდა, რომ თამაში აუცილებლად ჩატარებულიყო. ბოლოს, "სამეფო კლუბი" ლა ლიგიდან გასვლითაც კი იმუქრებოდა...

Sportall.Ge

ევროპული ერთიანი ლიგა - ეს არის საკითხი, რომელშიც ესპანური გრანდები, "ბარსელონა" და "რეალი" საერთო აზრზე არიან. ისინი კარგად ხედავენ, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელობას ჩემპიონატის გაძლიერება არ სურს ან არ შეუძლია. გავიხსენოთ "ბარსას" გოლი-მოჩვენება "ბეტისის" კარში. ამას დაემატა მატჩის გადადება დაწყებამდე 36 საათით ადრე ვიგოში.

ევროპული სუპერლიგის შექმნაზე 1998 წლიდან ლაპარაკობენ. ამ გზაზე რაღაც ნაბიჯებიც გადაიდგა. შეიქმნა ევროპის კლუბების ასოციაცია. კლუბები უეფასთან საბოლოო დაშორებას არც ითხოვენ, უბრალოდ, მათი სურვილია, რაც შეიძლება მალე დაიგეგმოს ტურნირი ახალი ფორმატით, დაახლოებით ისეთი, როგორიც საკალათბურთო ევროლიგაა.

ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი წინაღობა ახალი ტურნირისთვის ეროვნულ პირველობებთან თანაცხოვრებაა. ბობოლებისგან ინიციატივით გამოდიან "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი", "იუვენტუსი" და "პარი სენ-ჟერმენი".

უეფაც მიდის დათმობებზე. მაგალითად საკვალიფიკაციო ფორმატის შეცვლა გამოდგება ბობოლა გუნდების სასარგებლოდ, რომელიც ძალაში 2018 წლიდან შევა. ხავიერ ტებასი განსაკუთრებით ეწინააღმდეგება ევროპის სუპერლიგის იდეას, თუმცა გასაკვირი არც არაფერია, ამის წინააღმდეგები არიან ყველა მოწინავე ეროვნული პირველობის ჩამტარებელი ორგანიზაციები.

თითოეული გრანდი ამ მიმართულებით "დახურულ კარს" მიღმა მოქმედებს, მედიას ცნობებს არ აწვდიან. თუმცა "მარკამ" შეიტყო, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც დამფუძნებლები (მუდმივი წევრები): "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო" და "სევილია" ლა ლიგიდან; "სიტი", "ჩელსი", "მანჩესტერი", "არსენალი" და "ლივერპული" პრემიერლიგიდან; "იუვენტუსი", "მილანი", "ინტერი" და "ნაპოლი" სერია A-დან; "ბაიერნი",
You must have Flash Player installed in order to see this player.
"დორტმუნდი" და "ლევერკუზენი" ბუნდესლიგიდან; პსჟ, "მარსელი" და "ლიონი" ლიგა 1-დან.

არის მეორე ალტერნატივაც - 64 გუნდი იქნება სუპერლიგაში, რომელთაგანაც 32 ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და 32 ევროპალიგაზე. ბევრი საკითხი ჯერაც გადასაწყვეტია, მაგალითად, როდის და რამდენჯერ შეხვდებიან გუნდები ერთმანეთს, როგორი იქნება ჯგუფები, შედგება ისინი გეოგრაფიული პრინციპით თუ არა.

ყველაზე მეტად ფიქრობენ, რომ ფორმატი ასეთი იქნება - 4 ჯგუფი ჩამოყალიბდება, თითოეული 16-გუნდიანი, რომელსაც შემდეგ პლეი ოფი მოჰყვება.

კიდევ ერთი საკითხი ფინანსურია - ჩემპიონთა ლიგის შემოსავალი სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან დაახლოებით, 1,5 მილიარდი ევროა, მაშინ, როცა ამერიკული ფეხბურთის ლიგის ანალოგიური შემოსავალი 7 მილიარდია. არადა, მსოფლიო ბაზარმა აჩვენა, რომ სპორტის 2 მილიარდი ფანიდან 1,6 მილიარდი ფეხბურთის ფანია, მაშინ, როცა ამერიკული ფეხბურთის ფანი მხოლოდ 150 მილიონია. მათ ფინანსურ შესაძლებლობებში კი ამხელა სხვაობაა. სწორედ მეტი ფინანსების მოზიდვისთვის სჭირდებათ ევროპულ ბობოლებს სუპერლიგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
უეფა და ფიფა ისევ გზას ცდება. სანახაობა კარგა ხანია დაეცა როგორც
კონტინენტების ისე მსოფლიო ჩემპიონატებზე. მცდელობა კვირაში
ერთხელ რეგულარულად გვაყურებინონ
მაღალი დონის სანახაობა თითქოს
მოსაწონია, მაგრამ ასეთი გამოყოფა
ამ თამაშის საბოლოო დაცემას და
მკვებავი არტერიის საბოლოოდ
გადაგვარებას გამოიწვევს. მოკლედ
"ბოლო ბანაობაა".
ვეტერანი
17:05 07-02-2017
0
რაგბის ექვსი ერის გატამაჰებასავიტ უნდატ გააკეტონ სხვა ქვეხნებმა რა ქნან ცვენზე ახარაფერს ვამბობ
giorgi
15:42 07-02-2017
0
სიახლეები პოპულარული