სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
აფრიკის ეროვნებათა თასი: "ლომებმა" აფრიკა დაიპყრეს [VIDEO]
AutoSharing Option
01:19 06-02-2017
PLAYER_GET_VIDEOFLASH
კამერუნის ნაკრებმა ლამის განახევრებული შემადგენლობით მოიგო აფრიკის თასი. კვლავ გაგრძელდა ფინალურ მატჩებში საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, ექტორ კუპერის უიღბლობა.

ფინალი
ეგვიპტე-კამერუნი 1:2
გოლები: 1:0 ელნენი (22), 1:1 ნ'კულუ (60), 1:2 აბუბაქარი (89)
ანგარიში ეგვიპტელებმა გახსნეს. "რომას" ვარსკვლავის, მოჰამედ სალაჰის პასი "არსენალის" საყრდენმა, მოჰამედ ელნენიმ შეირგო. აღსანიშნავია, რომ მანამდეც და მერეც უკეთ კამერუნი თამაშობდა.

ჰუგო ბროსის გაწვრთნილმა კამერუნმა მართლაც შეუძლებელი შეძლო. ალბათ როგორ დარდობენ ახლა ჟოელ მატიპი და სხვა აჯანყებული ვარსკვლავები, ამ ძლევამოსილ ლაშქრობაში რომ ვერ მიიღეს მონაწილეობა.

თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ნიკოლა ნკულუმ მუკანჯოს
პასით ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე კი შეცვლზე შესულმა ვისენტ აბუბაქარმა "ლომებს" ტიტული მოუტანა.

მატჩი მე-3 ადგილისათვის
ბურკინა ფასო-განა 1:0
მესამე ადგილი ბურკინა ფასოს ძალიან სიმპატიურმა ნაკრებმა დაიკავა. ერთადერთი გამოდგა ფრანგულ ლიგა 1-ში გამობრძმედილი ალან ტრაორეს გოლი. ჩვენი სუბიექტური აზრით, ბურკინა ფასომ ამ ტურნირზე ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა და სამართლიანია, მედლის გარეშე რომ არ დარჩა.

ნახევარფინალები
ბურკინა ფასო-ეგვიპტე 1:1 (3:4-პენ)
ექტორ კუპერის გაწვრთნილმა ეგვიპტემ ტრადიციულად, მტკიცე დაცვაზე გააკეთა აქცენტი. უპირატესობა ბურკინა ფასოს ჰქონდა, თუმცა ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა.

არისტიდ ბანსემ გაათანაბრა. ძირითადი დრო ფრედ მორჩა და გამარჯვებული ვერც დამატებითმა გამოავლინა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ჯერ ეგვიპტელ ელ საიდს უმტყუნა მიზანმა, მერე კი ბურკინელებმა, კუაკუმ და ბერტრან ტრაორემ ვერ გაიტანეს. კუპერის გუნდი ფინალში გავიდა.

კამერუნი-განა 2:0
ჰუგო ბროსის გუნდის ასეთ შედეგს ვერავინ წარმოიდგენდა. კამერუნი, რომელიც განახევრებული შემადგენლობით თამაშობს აფრიკის თასზე წამყვანი ფეხბურთელების ბოიკოტის გამო, ფინალშია.

თანაბარ თამაშში კამერუნმა უკეთ შეირგო საგოლე შანსები. ჯერ იყო და, "სლავიაში" ლევან ყენიას თანაგუნდელმა, ნგადუ-ნგაჯიმ გაიტანა, მერე კი დანიური "ოლბორგის" კრისტიან ბასონგმა შეირგო ვისენტ აბუბაქარის პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.