ტრანსფერ ONLINE: ბოლო დღის ორომტრიალი - 31 იანვრის ტრანსფერები

AutoSharing Option
ევროპაში გუშინ დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა. გუშინდელი სატრანსფერო ორომტრიალის შესახებ ამომწურავად მოგითხრობთ.

11:20. "ზენიტი" მზადაა, 3,2 მილიონი ევრო გადაუხადოს წელიწადში "ჩელსის" მცველს, ბრანისლავ ივანოვიჩს. აქ არ იგულისხმება ბონუსები, მათ შორის - ის პრემია, რომელიც "ზენიტის" ფეხბურთელებს ჩემპიონობისათვის ერგებათ.

11:31. ემანუელ ადებაიორმა თურქულ "ბასაქშეჰირთან" გააფორმა კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე. 32 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი "კრისტალ პალასი" იყო, რომელიც მან გასული წლის ივლისში დატოვა.

11:40. "შალკემ" "ჩელსიში" არ გაუშვა ბოსნიელი მცველი, სეად კოლაშინაცი. არადა, "არისტოკრატები" ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე მოელაპარაკნენ. ზაფხულში კოლაშინაცი "შალკეს" თავისუფალი
აგენტის სტატუსით დატოვებს, რაკი მისი კონტრაქტი კლუბთან სრულდება.

11:55. "ჩელსის" "სელტიკის" ფორვარდი მუსა დემბელე სურს. სქოთები ფეხბურთელის სანაცვლოდ 47 მილიონ ევროს ითხოვენ.

12:09. "სევილიას" ნახევარმცველმა სტივენ ნ'ზოზიმ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. კლუბმა ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგა.

12:14. "ნაპოლიმ" და "საუთჰემპტონმა" მანოლო გაბიადინის ტრანსფერი შეათანხმეს. ფასი 17,5 მილიონი ევროა. ამ თანხის 10 პროცენტს ნეაპოლელები ბონუსის სახით მიიღებენ. მათვე დარჩებათ 10 პროცენტი იმ თანხისა, რომელსაც "საუთჰემპტონი" ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში მიიღებს.

12:22. "ლევერკუზენმა" "გენკის" ლიდერის, ლეონ ბეილის ტრანსფერის თაობაზე გამოაცხადა. 19 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. სატრანსფერო თანხამ თითქმის 11 მილიონი ევრო შეადგინა.

12:27. "ასკოლის" 20 წლის ვინგერი რიკარდო ორსოლინი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს. სატრანსფერო თანხა 6 მილიონი ევროა, პლუს 4 მილიონი ბონუსის სახით. კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმდა. კლუბის დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ "იუვე" ზამთარში მეტ ტრანსფერს აღარ გააკეთებს.

12:34. ლეონარდო ულოამ განაცხადა, რომ კლაუდიო რანიერიმ მას უღალატა, რადგან გუნდიდან არ გაუშვა. მან თქვა, რომ არასოდეს ჩაიცვამს "ლესტერის" მაისურას.

12:38. ტომაშ ნეციდი "ბურსადან" ვარშავის "ლეგიაში" გადავიდა.

12:45. "ლილმა" "აიაქსის" შემტევის, ანვარ ელ ღაზის ტრანსფერის თაობაზე გამოაცხადა. 21 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევრო იქნება.

12:56. "მილანის" ფორმით პირველად გამოჩნდა "ჯენოადან" ნათხოვარი ლუკას ოკამპოსი.

13:03. "სამპდორიამ" "ბენფიკადან" ფილიპ ჯურიჩიჩი იყიდა. პედრო პერეირა კი საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა.

13:28. "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილომ თქვა, რომ გუნდს თავის დროზე არ უნდა გაეყიდა ფილიპე კოუტინიო.

13:35. "ოლიმპაკოსის" ნახევარმცველმა ლუკა მილივოევიჩმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "კრისტალ პალასში". სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა.

13:42. "ლესტერმა" "უდინეზეს" მცველი მოლა ვაგე ინათხოვრა გამოსყიდვის უფლებით.

13:45. "მარსელის" პრეზიდენტმა ჟან-ანრი ეირომ განაცხადა, რიმ დიმიტრი პაიე კლუბში გადასვლის ხათრით ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა.

13:48. "ლას პალმასმა" ხესეს იჯარით აყვანის თაობაზე გამოაცხადა. კლუბი ფეხბურთელს ხელფასის მხოლოდ 20 პროცენტს გადაუხდის. ხესეს წლიური ჯამაგირი 2,8 მილიონ ევროს შეადგენს. დანარჩენს "სენ-ჟერმენი" გადაიხდის.

13:58. "გრემიოს" 21 წლის საყრდენი უოლასი კარიერას "ჰამბურგში" გააგრძელებს. კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმდა. გარიგების ფასი 10 მილიონი ევროა.

14:14. "პალერმოს" ნახევარმცველი კუაისონი "მაინცში" ითამაშებს. ტრანსფერის ფასი 2,5 მილიონი ევროა, კონტრაქტი კი 4,5 წლით გაფორმდა.

14:42. რანოკია ოფიციალურად გახდა "ჰალის" ფეხბურთელი. 28 წლის იტალიელი მცველი, რომლის ბოლო კლუბიც "ინტერი" იყო, ინგლისში იჯარის წესით ითამაშებს.

14:53. "ინტერის" ღრმა სათადარიგო ჟონათან ბიაბიანი "ჩელსიში" არ წავიდა.

15:04. ლასინა ტრაორე ცსკა-დან ხიხონის "სპორტინგში" გადადის.

15:20. "ლივერპულის" მცველი მამადუ სახო "კრისტალ პალასს" სურს. მერსისაიდელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 23,5 მილიონ ევროს ითხოვენ.

15:50. "ვესტ ბრომვიჩმა" ჩინეთში არ გაყიდა ფორვარდი სალომონ რონდონი. ჩინელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 37,5 მილიონ ევროს იხდიდნენ.

15:53. "მილანმა" ერთ-ერთ ჩინურ კლუბში 17,5 მილიონ ევროდ არ გაუშვა იურაი კუცკა.

16:06. "ბეშიქთაშმა" სეზონის ბოლომდე ინათხოვრა ჩინური "შანხაიდან" დემბა ბა.

16:09. "ბარსელონა" ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებისა და "პენიაროლის" ცენტრალურ მცველს, სანტიაგო ბუენოს გაიფორმებს. 18 წლის ფეხბურთელი ჯერ "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.

16:19. "ინტერმა" ჩინური "სუნინიდან" ავსტრალიის ნაკრების მცველი ტრენტ სენსბერი სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.

16:26. "ნიცამ" "ლილის" 33 წლის ნახევარმცველი მუნირ ობადი დაიბევა.

16:48. ბრანისლავ ივანოვიჩი სანკტ-პეტერბურგში ჩაფრინდა "ზენიტთან" მოსალაპარაკებლად.

16:57. "სანდერლენდი" მზადაა, 9 მილიონი გადაუხადოს "ლესტერს" ულოას სანაცვლოდ.

17:04. "ლილმა" "მონაკოს" ნახევარმცველი ფარის ბალული სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.

17:11. "ნიცას" მეკარე ასენ მუზი "საუთჰემპტონში" ითამაშებს.

17:15. "უოტფორდის" ადლენ გედიურა "მიდლსბროსა" და "ჰალს" შორის აირჩევს.

17:21. "რომამ" "პანათინაიკოსიდან" დაიბრუნა იჯარით გაშვებული ვიქტორ იბარბო და წამსვე "კალიარიში" გაანათხოვრა.

17:26. "ნიუკასლის" ნახევარმცველი შეიხ ტიოტე ჩინურ "შანხაიში" გადასვლას დათანხმდა.

17:29. "ლას პალმასმა" ხესე წარადგინა.

17:36. "საუთჰემპტონმა" 14 მილიონ ევროდ "სანდერლენდში" არ გაყიდა ნახევარმცველი ჯეი როდრიგესი. "შავი კატები" ახალ წინადადებას ამზადებენ.

17:56. "არსენალმა" "ბრაიტონში" გაანათხოვრა ფორვარდი ჩუბა აკპომი.

18:02. ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უეინ რუნი და ეშლი იანგი "იუნაიტედში" რჩებიან.

18:21. ჩინური "ჰებეი" პეპეს წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. ტრანსფერი უფრო ზაფხულში შედგება.

18:23. სლავენ ბილიჩმა თქვა, რომ ბოლო სატრანსფერო დღეს "ვესტ ჰემი" არავის იყიდის.

18:28. "სქაი სპორტის" ცნობით, ბრანისლავ ივანოვიჩმა "ზენიტთან" 2,5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

18:34. "სელტამ" "ბრონდბიუდან" 1 მილიონ ევროდ იყიდა ენდრიუ იულსანგერი.

18:46. "ოლიმპიაკოსმა" "უორფორდის" მცველი ხუან პარედესი შეიძინა.

19:09. ვეტერანი დიმიტარ ბერბატოვი პრემიერლიგაში, "ვესტ ჰემში" ბრუნდება.

19:18. მორიტც ლაიტნერი ბუნდესლიგაში დაბრუნდა. "დორტმუნდის" ყოფილი მცველი ბოლოს "ლაციოში" იყო, ახლა კი "აუგსბურგში" ითამაშებს.

19:21. "ზენიტს" უნდა, ღამის პირველამდე გაიფორმოს ივანოვიჩი, რათა ევროპალიგის განაცხადში შეიყვანოს.

19:23. "გალათასარაიმ" უშედეგოდ მოიწადინა "ტოტენჰემის" ფორვარდის, ვისენტ იანსენის ყიდვა.

19:39. "უოტფორდმა" ჯერომ სინკლერი "ბირმინგემში" გაანათხოვრა.

19:47. "კრისტალ პალასს" და "ლესტერს" "ანდერლეხტის" მცველი კარა მბოჯი სურთ.

20:06. ეშლი ვესტვუდი "ასტონ ვილადან" "ბარნლის" შეუერთდა.

20:10. მარიუს ვულფი "ჰანოვერიდან" "აინტრახტში" გადავიდა.

20:12. ალეშანდრუ პატომ ოფიციალურად დატოვა "ვილიარეალი" და ჩინური "ტიანძინის" ფეხბურთელი გახდა.

20:15. "ლილმა" ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების მცველი გაბრიელი დაიმატა.

20:17. ჰამით ალტინტოპი ბუნდესლიგაში დაბრუნდა. ის სეზონის ბოლომდე "დარმშტადტში" ითამაშებს.

20:19. ლასინა ტრაორე ხიხონის "სპორტინგს" შეუერთდა.

20:34. ტიმ კრული შეიძლება "ალკმაარში" გადავიდეს. სეზონის პირველი ნახევარი მან ცუდად ითამაშა "აისქსში". კონტრაქტით ჰოლანდიელი მეკარე "ნიუკასლს" ეკუთვნის.

20:48. სერხიო გარსია ახლო აღმოსავლეთში მივლინების შემდეგ "ესპანიოლში" აპირებს დაბრუნებას.

20:52. ლუკას სილვა "რეალიდან" "კრუზეიროში" წავიდა და 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა გუნდთან კონტრაქტი.

20:57. ადამა ტრაორე "მონაკოდან" იჯარით წავიდა "რიო ავეში".

21:00. სტივენ კოლკერი "ლოკომოტივში" გადავა იჯარით.

21:01. სალვატორე სირიგუ "სევილიადან" "ოსასუნაში" გადავიდა.

21:08. "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ ელ კადურიმ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ემპოლისთან".

21:18. "ბორნმუთმა" 21 მილიონი ევრო შესთავაზა "ჩელსის" ნათან აკეს სანაცვლოდ. აკემ სეზონის პირველი ნახევარი იჯარის წესით სწორედ ამ გუნდში ითამაშა.

21:26. რაიან მენდეშმა "ლილი" "ქაისერიზე" გაცვალა.

21:27. ხესე "ლას პალმასში" 10 ნომრით ითამაშებს.

21:30. "ინტერის" ექსფეხბურთელი სალი მუნტარი "პესკარას" შეუერთდა.

21:35. მანოლო გაბიადინიმ "საუთჰემპტონში" სამედიცინო შემოწმება გაიარა.

21:38. "ვალენსიამ" და ფედე კარტაბიამ კონტრაქტი გაწყვიტეს.

21:44. "მარკა" ირწმუნება, რომ "ესპანიოლი" "ვილიარეალს" არ მიჰყიდის ფორვარდ ფელიპე კაისედოს.

22:12. ალბერტო ბუენო "გრანადაში"ითამაშებს.

22:14. ოდიონ იგალომ პრემიერლიგა დატოვა და ჩინეთში წავიდა.

22:36. "ზენიტმა" და "ბენფიკამ" ფეხბურთელები გაცვალეს. სამარისი რუსეთში წავიდა, მაურისიო კი - პორტუგალიაში. ამის თაობაზე პორტუგალიელმა ჟურნალისტმა პედრუ სილვამ დაწერა.

22:38. ბრანისლავ ივანოვიჩი "ზენიტის" ფორმით გამოჩნდა.

22:49. "სიტიმ" "ჩესტერფილდში" გაანათხოვრა დავიდ ფაუპალი.

22:54. "ჩელსიმ" "ინტერს" 30 მილიონი ევრო შესთავაზა ანტონიო კანდრევას სანაცვლოდ.

23:02. ნაბილ ელ ჟარმა "ლას პალმასთან" გაწყვიტა კონტრაქტი.

23:05. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა თქვა, რომ თუ ახალ დონეზე უნდა გასვლა, ზაფხულში "დორტმუნდიდან" უნდა წავიდეს. მან თქვა, რომ ყურადღებით გაეცნობა "რეალის" წინადადებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული