ევროუქმეების წინ: პარიზი ევროპის დედაქალაქია

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ინგლისში ასოციაციის თასის IV რაუნდის მატჩებია, პრემიერლიგის ტური კი სამშაბათ-ოთხშაბათს გაიმართება. ასე რომ, ტოპ-5 ლიგიდან ბატალიები შაბათ-კვირას ოთხ ჩემპიონატში გველის. გაგიკვირდებათ და, ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ფრანგულ ლიგა 1-ში უნდა გაიმართოს - კვირას პარიზი პსჟ-ისა და მოულოდნელი ლიდერის, "მონაკოს" ჯახს მასპინძლობს...

ასოციაციის თასი: გრანდები თასზე
ინგლისში ასოციაციის თასის მე-4 რაუნდის (1/16-ფინალი) მატჩებია. მხოლოდ გრანდებზე ვთქვათ - პრემიერლიგის ლიდერი "ჩელსი" "ბრენტფორდს" მასპინძლობს; მისი მდევარი "არსენალი" "საუთჰემპტონს" სტუმრობს; კიდევ ერთი ლონდონური გუნდი, "ტოტენჰემი" "უიკომბს" დაუხვდება; ხოსეპ გვარდიოლას "სიტი" ლონდონში "კრისტალ პალასს"
ესტუმრება; ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" კი "ოლდ ტრაფორდზე" "უიგანს" დაუხვდება; "ლივერპულის" მეტოქე "ენფილდზე" "ვულვზია".

Sportall.Ge

ლა ლიგა: ლიდერი და კრიზისი
უცნაურია, მაგრამ ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი მადრიდის "რეალი" ახლა არასახარბიელო მდგომარეობაშია. 40-მატჩიანი წაუგებელი სერიის გამოცხობის შემდეგ ზინედინ ზიდანის გუნდი სევილიაში დამარცხდა, შემდეგ კი, მოულოდნელად, "სამეფო თასიდან" გამოვარდა ("სელტამ" შეიწირა).

ვიგოში "რეალს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, კრიშტიანო რონალდოსა და ლუკას ვასკესის გოლები კი საკმარისი არ აღმოჩნდა. სხვათა შორის, კრიშტიანომ ამ მატჩში კარიერის 50-ე გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით. "სელტამ" "რეალი" ისტორიაში მეორედ გამოაგდო თასის გათამაშებიდან, პირველად ეს 76 წლის წინათ, 1941 წელს მოხდა...

"რეალი" კვირას "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს, რომელიც თასიდან "ბარსელონამ" დაიფრინა.

რეალი (სავარაუდო): ნავასი - დანილო, ვარანი, ს. რამოსი, ნაჩო - კოვაჩიჩი, კაზემირო, კროოსი - ლ. ვასკესი, ბენზემა, რონალდო.

ბასკურ "რეალ სოსიედადს" "კამპ ნოუზე" ბოლო 23 მატჩიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული (22 წაგება, 1 ფრე), პლუს, გუნდმა "ანოეტაზეც" წააგო და უშანსოდ იყო. ამიტომაც გაილაღეს სუარესებმა და სხვებმა.

"ბარსელონა" ანდალუსიაში მიემგზავრება, სადაც "ბეტისს" შეხვდება. ლუის ენრიკეს გუნდი მესამე ადგილზეა და "რეალს" (რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს) 2 ქულით ჩამორჩება. ამიტომაც კატალონიელებს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ანდრე გომეში, რაკიტიჩი, არდა თურანი - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი.

მეორეადგილოსანი "სევილია", რომელიც "სამეფო თასიდან" წინა რაუნდის მერე თავისუფალია, დასვენებული ელის მორიგ ტურს. ხორხე სამპაოლის შეგირდები ბარსელონას სტუმრობენ, სადაც "ესპანიოლს" დაუპირისპირდებიან. კარგ ფორმაშია ახალწვეული სტევან იოვეტიჩი.

სევილია (სავარაუდო): ს. რიკო - მარიანო, მერკადო, პარეხა, რამი, ესკუდერო - ფ. ვასკესი, ნ'ზონზი, იბორა - იოვეტიჩი, ბენ იედერი.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: ბრემენში სტუმრობა
ჩემპიონი "ბაიერნი" ბრემენში "ვერდერს" ესტუმრება. მასპინძლებს არ ეყოლებათ მეკარე დრობნი, რომელიც წინა ტურში მარკო როისთან უხეშობისთვის გააძევეს, მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. კარლო ანჩელოტის გუნდმა წინა ტურში ბოლო წამებზე დაამწუხრა "ფრაიბურგი", გამარჯვების გოლი კი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. იტალიელს ტიაგო ალკანტარა, ჟერომ ბოატენგი და არტურო ვიდალი არ ეყოლება.

ბაიერნი (სავარაუდო): ნოიერი - ლამი, ჰუმელსი, ხავი მარტინესი, ალაბა - კიმიხი, ჩაბი ალონსო - რობენი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

"ლევერკუზენი" "გლადბახს" მასპინძლობს, "შალკე" - "აინტრახტს", "დორტმუნდი" კი "მაინცს" ესტუმრება. ძალიან საინტერესო მატჩია მეორეადგილოსან "ლაიპციგისა" და "ჰოფენჰაიმის" დაპირისპირება. "სოფლელები" ტოპ-5 ლიგაში ერთადერთი გუნდს წარმოადგენენ, რომელთაც არ იციან, რა არის მარცხი.

სერია A: ლიდერები აუტსაიდერების წინააღმდეგ
იტალიის ჩემპიონატში ისე მოხდა, რომ ყველა ლიდერი, "იუვენტუსის" ჩათვლით, ლიგის ქვედა ნახევრის წარმომადგენლებს ხვდება.

ჩემპიონი "სასუოლოს" ესტუმრება, რომელიც ურიგო გუნდი სულაც არ არის, მაგრამ ამჟამად მხოლოდ მე-14 ადგილზეა. მისი მდევარი "რომა" გენუაში გაემგზავრება, "სამპდორიას" სტუმრობს. "ნაპოლი" თითქმის გავარდნილ "პალერმოს" მასპინძლობს სამხრეთულ დერბიში. სიცილიელებს ახალი თავკაცი ჰყავთ, დიეგო ლოპესი. "ინტერი" "პესკარას" მასპინძლობს და დიდი ალბათობით, ზედიზედ მე-7 მატჩის მოგებასაც შეძლებს.

ვინჩენცო მონტელას "მილანმა" კი ბოლოს დაამუხრუჭა, ჩემპიონატში ორი ტურია, არ მოუგია და თასიდანაც გავარდა (თუმცა "იუვენტუსთან"). "მილანს" რეაბილიტაცია "უდინეზესთან" მოუწევს, უკვე ესპანელ ფორვარდ ჟერარდ დეულოფეუსთან ერთად.

ლიგა 1: დიდი მატჩი
ლიგა 1-ში მართლაც გამორჩეული დაპირისპირებაა - "პარკ დე პრენსზე" უნაი ემერის გუნდი ლეონარდო ჟარდიმისას დაუპირისპირდება და თუ მოუგებს, ქულებით დაეწევა. გეტყვით, რომ I წრეში "ლუი მეორეზე" "მონაკომ" 3:1 მოიგო და ახლა შურისძიების დროა.

პარიზელებს 20 გოლის გამტანი ედინსონ კავანის ეიმედებათ, "მონაკო" კი ევროპის ყველაზე გამტანი გუნდია, თუმცა 12 გოლით რადამელ ფალკაო გამოირჩევა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური
პარასკევი. 27 იანვარი
ოსასუნა-მალაგა 23:45

შაბათი. 28 იანვარი
ვილიარეალი-გრანადა 16:00
ალავესი-ატლეტიკო 19:15
ეიბარი-დეპორტივო 21:30
ლეგანესი-სელტა 23:45

კვირა. 29 იანვარი
ბეტისი-ბარსელონა 15:00
ესპანიოლი-სევილია 19:15
ბილბაო-სპორტინგი 21:30
რეალი-სოსიედადი 23:45

ორშაბათი. 30 იანვარი
ლას პალმასი-ვალენსია 23:45

ბომბარდირები: 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ვილიან ჟოზე (რეალ სოსიედადი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტური
პარასკევი. 27 იანვარი
შალკე-აინტრახტი 23:30

შაბათი. 28 იანვარი
ვოლფსბურგი-აუგსბურგი 18:30
ინგოლშტადტი-ჰამბურგი 18:30
ვერდერი-ბაიერნი 18:30
დამრშტადტი-კიოლნი 18:30
ლაიპციგი-ჰოფენჰაიმი 18:30
ლევერკუზენი-გლადბახი 21:30

კვირა. 29 იანვარი
ფრაიბურგი-ჰერტა 18:30
მაინცი-დორტმუნდი 20:30

ბომბარდირები: 16 - პიერ ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - ენტონი მოდესტე (კიოლნი); 10 - სანდრო ვაგნერი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XXII ტური
შაბათი. 28 იანვარი
ლაციო-კიევო 21:00
ინტერი-პესკარა 23:45

კვირა. 29 იანვარი
ტორინო-ატალანტა 15:30
კალიარი-ბოლონია 18:00
კროტონე-ემპოლი 18:00
ფიორენტინა-ჯენოა 18:00
სასუოლო-იუვენტუსი 18:00
უდინეზე-მილანი 18:00
სამპდორია-რომა 18:00
ნაპოლი-პალერმო 23:45

ბომბარდირები: 15 - მაურო იკარდი (ინტერი); 14 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა); 12 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური
პარასკევი. 27 იანვარი
მარსელი-მონპელიე 23:45

შაბათი. 28 იანვარი
ლიონი-ლილი 20:00
ნანსი-ბორდო 23:00
ლორიანი-დიჟონი 23:00
ბასტია-კაენი 23:00
ანჟერი-მეცი 23:00
რენი-ნანტი 23:00

კვირა. 29 იანვარი
ნიცა-გენგამი 18:00
ტულუზი-სტ. ეტიენი 20:00
პსჟ-მონაკო 00:00

ბომბარდირები: 20 - ედინსონ კავანი (პსჟ); 17 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული