ყველაზე ძვირფასი: საფეხბურთო ობსერვატორიამ ნეიმარი დაასახელა

AutoSharing Option
სპორტული კვლევების ცენტრმა უკვე ტრადიციულად ქცეული სია შემოგვთავაზა. CIES-მა (ფეხბურთის საერთაშორისო ობსერვატორია) მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები დაასახელა.

რასაკვირველია, სხვადასხვა დეტალის, ასაკის, მონაცემების, სტატისტიკის და ასე შემდეგ... გათვალისწინებით მათი ფასის მიხედვით. ამჟამად ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ამ კვლევის მიხედვით კატალონიური "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარია, რომლის საბაზრო ფასიც 246,8 მილიონი ევროა და იგი საგრძნობლად უსწრებს თანაკლუბელ ლიონელ მესის, რომელიც ამ წუთისთვის 170,5 მილიონად შეფასდა.

საინტერესოა, რომ კრიშტიანო რონალდო ამ სიაში მხოლოდ მე-7 ადგილზეა.

ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე მადრიდის "ატლეტიკოს" კარის დარაჯი
იან ობლაკი გახდა - 59,8 მილიონი ევრო. უძვირფასესი ცენტრალური მცველი "რეალის" ფრანგი რაფაელ ვარანი (64 მილიონი), ხოლო ყველაზე ძვირად ღირებულ ფლანგელ უკანახაზელად "არსენალის" ექტორ ბელერინი მოგვევლინა (70,3 მილიონი).

აქვე გთავაზობთ 10 ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშის სიას:

1. ნეიმარი ბრაზილია ბარსელონა 246,8 მლნ ევრო
2. მესი არგენტინა ბარსელონა 170,5
3. პოლ პოგბა საფრანგეთი მანჩესტერი 155,3
4. ანტუან გრიზმანი საფრანგეთი ატლეტიკო 150,4
5. ლუის სუარესი ურუგვაი ბარსელონა 145,2

6. ჰარი კეინი ინგლისი ტოტენჰემი 139,2
7. კრიშიტანო რონალდო პორტუგალია რეალი 126,5
8. პაულო დიბალა არგენტინა იუვენტუსი 113,8
9. დელე ალი ინგლისი ტოტენჰემი 110,5
10. ედენ აზარი ბელგია ჩელსი 101,5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე ერთი რამ ვიცი რომ "ბარსელონა" მესის გარეშე (მიუხედავად დიდი პატივისცემისა დანარჩენი გუნდის მიმართ), ერთი ჩვეულებრივი, სადღაც "სელტას" დონის გუნდია. ფასებს რაც შეეხება, ნებისმიერს შეუძლია თავისი ოქროც და "კოლოც" გვერდიგვერდ დაალაგოს და ფასიც ოქროს ათჯერ ნაკლები დაადოს, მაგრამ მყიდველი მაინც იმ იაფიან ოქროს იყიდის ვიდრე ძვირიან კოლოს. ამ შემთხვევაში ნეიმარს. მესი რეალურად რომ გაიყიდოს ნეიმარზე მინიმუმ სამჯერ ძვირად გაიყიდება მიუხედავად ასაკისა და ტოპკლუბების რიგებიც დაუდგებოდა.











































]
..........
15:21 18-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული