ჟოელ მატიპის საქმე: ფიფა არაპატრიოტებს სჯის

AutoSharing Option
ჟოელ მატიპი "ლივერპულს" შესაძლოა, კიდევ 6 მატჩი ვერ დაეხმაროს.

როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის მცველმა კამერუნის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მას აფრიკის ეროვნებათა თასზე დაუძახეს.

ნაკრებში მატიპს 2015 წლის სექტემბრის მერე არ უთამაშია და ახლაც ცხვირი აიბზუა, რამაც კამერუნელები საბოლოოდ გააბრაზა. შესაბამისად, თუ ქვეყანა ნებას არ მისცემს ფეხბურთელს, ფიფას განცხადებით, წესებში ნათლადაა გაწერილი, რომ ასეთ დროს იგი კლუბშიც ვერ ითამაშებს, სანამ ნაკრები ტურნირზე იქნება.

ანუ, თუ კამერუნი ფინალში გასვლას მოახერხებს, რომელიც 5 თებერვალს იმართება, მატიპი "ლივერპულის" დახმარებას მხოლოდ
ამის მერე მოახერხებს, ანუ 11 თებერვალს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ შეხვედრაში. თუ მას მერსისაიდელთა რიგებში იქამდე სურს ბურთაობა, მშობლიური კამერუნის წარუმატებლობას უნდა უგულშემატკივროს.

სხვათა შორის, მატიპს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩშიც (1:1) უნდა ეთამაშა, მაგრამ ფიფას მითითებით, "ლივერპულმა" ის შემადგენლობიდან ამოაგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული