ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: მოდი, ვნახოთ, რამ შეწყვიტა რეკორდული სერია

AutoSharing Option
რატომ აჯობა "სევილიამ" "რეალს" და დაამარცხა მრისხანე მეტოქე? რატომ უჭირს პეპ გვარდიოლას "სიტიში", რა არის "ტოტენჰემის", "არსენალის" წარმატების საიდუმლო? რა დგას "ინტერის" ბოლოდროინდელი წარმატებების უკან?.. ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ნუ ელით, მაგრამ ჩვენს "უქმეების ფაქტებში" ბევრი საყურადღებო არგუმენტია მოყვანილი და ციფრებით გამაგრებული.

პრემიერლიგა: პეპის გაჭირვება
* ხოსეპ გვარდიოლამ (სიტი) ამ სეზონში უკვე 5 მატჩი წააგო. ერთ სეზონში მას მეტი მატჩი არასოდეს წაუგია.

* პირველ 20 თამაშში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერის" მაისურით 14 გოლი გაიტანა. ანალოგიური მაჩვენებელი უკეთესი მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროისა (15)
და დუაიტ იორკს (15) აქვთ.

* 1987/88 წლების სეზონის მერე პირველად, "მანჩესტერმა" და "ლივერპულმა" ორივე შეხვედრაში ფრე ითამაშეს.

* ჯეიმს მილნერს (ლივერპული) პრემიერლიგაში არასოდეს წაუგია იმ თამაშში, რომელშიც გოლი გაუტანია - 46. ამ მაჩვენებლით ის რეკორდსმენ დარიუს ვასელს (ასტონ ვილა, სიტი, ლესტერი) გაუთანაბრდა.

* უეინ რუნი (მანჩესტერი) გახდა მე-17 მინდვრის მოთამაშე, ვინც პრემიერლიგაში 450 მატჩი ჩაატარა.

* ჯეიმს მილნერმა ბოლო 10 პენალტიდან 10-ვე გაიტანა.

* "მანჩესტერმა" და "ლივერპულმა" პრემიერლიგაში 50-ე მატჩი ითამაშეს - "იუნაიტედმა" 27 მოიგო, "ლივერპულმა" - 13.

* "ევერტონის" ტომ დევისი გუნდის ისტორიაში მე-17 თინეიჯერი გახდა, ვისაც პრემიერლიგაში გაუტანია. ამ მაჩვენებლით "ევერტონი" "არსენალს" გაუთანაბრდა. "მანჩესტერის" 16-მა თინეიჯერმა გაიტანა პრემიერლიგაში გოლი.

* 0:4 გვარდიოლას ჩემპიონატებში არასოდეს წაუგია მწვრთნელის რანგში.

* პრემიერლიგაში კლაუდიო ბრავოს (სიტი) კარში ზუსტად 21-ჯერ დაარტყეს, აქედან ბრავომ 12 გოლი გაუშვა.

* კევინ მირალასმა (ევერტონი) ერთ მატჩში გოლი და საგოლე პასი ერთად კარიერაში მხოლოდ მეორედ მიითვალა.

* რომელუ ლუკაკუ (ევერტონი) ბოლო 9 საშინაო მატჩში 8 გოლში მონაწილეობდა (5 გოლი, 3 პასი).

* "ევერტონმა" ამ გამარჯვებით "სიტისთან" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

* იურგენ კლოპმა ჟოზე მოურინიოს დაპირისპირებაში მე-3 ფრე ითამაშა (3 მოგება, 1 წაგება).

* "ჩელსიმ" უკვე მოიპოვა იმაზე მეტი ქულა, ვიდრე გასულ სეზონში - 52 50-ის წინააღმდეგ.

* მარკოს ალონსო "ჩელსის" მესამე მცველია, ვინც პრემიერლიგაში დუბლი გაახერხა.

* რუდი ჟესტედმა (მიდლსბრო) 32-მატჩიანი მოუგებელი სერია გამოაცხო პრემიერლიგაში.

* ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა, როცა "არსენალმა" და "ტოტენჰემმა" ერთსა და იმავე დღეს მოიგეს 4 და მეტი გოლის სხვაობით.

* მაიკლ ანტონიო "ვესტ ჰემის" პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც თამაშში სამი საგოლე პასი გააკეთა, პაოლო დი კანიოს (2000 წ.) შემდეგ.

* "არსენალმა" პრემიერლიგის საგარეო მატჩებში უკვე 27 გოლი გაიტანა, ხუთით მეტი უახლოეს კონკურენტზე.

* 2014 წლის მერე პირველად მოხდა, რომ გუნდმა ერთ თამაშში 2 ავტოგოლი (სუონსი) მიითვალა.

* აბელ ერნანდესმა (ჰალი) დუბლი შეასრულა. მანამდე მისთვის 2 გოლის გატანას 30 მატჩი დასჭირდა.

* მხოლოდ ალან შირერს აქვს მეტი გოლი (23) გატანილი იანვარში, ვიდრე ჯერმეინ დეფოს (სანდერლენდი) - 21. თან, ჯერ მხოლოდ თვის ნახევარია გასული.

* მარკო არნაუტოვიჩმა (სტოკი) 12-მატჩიანი "მშრალი" სერიის შემდეგ გაიტანა.

* "ტოტენჰემის" ბოლო 10 გოლიდან ნახევარი ჰარი კეინის, ნახევარი კი დელე ალის ანგარიშზეა.

* ჰარი კეინმა პრემიერლიგაში 60 გოლს "ტოტენჰემის" ყველა ფეხბურთელზე მალე უწია - 99 მატჩში.

* კრისტიან ერიკსენზე (ტოტენჰემი) მეტი საგოლე პასი ამ სეზონში მხოლოდ კევინ დე ბრუინს (სიტი) აქვს - რვა 7-ის წინააღმდეგ.

Sportall.Ge

ლა ლიგა: 40 და 28
* "სევილიამ" ამ სეზონში მატჩების მიწურულს (ბოლო 5 წუთში) ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა - 10.

* სწორედ "სანჩეს პისხუანზე" დაასრულა "რეალმა" 1980 წელს 38-მატჩიანი (21 მოგება, 17 ფრე) წაუგებელი სერია.

* "რეალმა" ვეღარ შეძლო "ნოტინგემ ფორესტის" მიღწევის (40 მატჩი წაუგებლად) გაუმჯობესება.

* სერხიო რამოსმა (რეალი) ლა ლიგაში თავისი პირველი ავტოგოლი გაიტანა.

* სტევან იოვეტიჩმა "სევილიას" მაისურით ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა, ორივე "რეალის" კარში.

* კრიშტიანო რონალდო (რეალი) უგო სანჩესს გაუთანაბრდა ლა ლიგაში გატანილი პენალტების რაოდენობით - 56.

* "რეალმა" ლა ლიგაში 28-მატჩიანი წაუგებელი სერია (სულ 40-მატჩიანი) შეწყვიტა.

* 2017 წელს ვიგოს "სელტამ" ყველა (4) მატჩი მოიგო.

* ნემანია რადოიამ "სელტას" მაისურით პირველი გოლი 74-ე თამაშში გაიტანა.

* "ვალენსიამ" "მესტალიაზე" ამ სეზონში მხოლოდ მეორე მატჩი მოიგო.

* მარტინ მონტოიამ (ვალენსია) ზედიზედ ორ ტურში კარიერაში პირველად გაიტანა.

* ლა ლიგაში "მშრალი" მატჩებით სერხიო ასენხო (ვილიარეალი) ლიდერობს - 8.

* კოკე (ატლეტიკო) ამ სეზონში მე-4 ფეხბურთელი გახდა, ვინც 1 000 პასი გაახერხა, სტივენ ნ'ზონზის, ასიერ ილიარამენდისა და როკე მესას შემდეგ.

* "ატლეტიკომ" "ბეტისს" ბოლო 6 მატჩი მოუგო. თანაც, 4-ში ისე, რომ გოლიც არ გაუშვა.

* ლუის სუარესმა (ბარსელონა) ლა ლიგაში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე პრემიერლიგაში - 70 69-ს წინააღმდეგ.

* ალეიშ ვიდალმა (ბარსელონა) ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრში.

* არდა თურანმა (ბარსელონა) ამ სეზონში ყველა ტურნირში 22 მატჩიდან 12 გოლი გაიტანა. შარშანდელ სეზონში თურქის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლი იყო 25 მატჩში.

* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) "ლას პალმასს" პირველად გაუტანა.

* ანდრე გომეშმა (ბარსელონა) ამ სეზონში პირველი საგოლე პასი მიითვალა.

* "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "ლას პალმასს" 17-დან 15 მატჩი მოუგო.

* ბოლო ხუთ საგარეო მატჩში "ბილბაომ" სულ ორი გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

სერია A: კალინიჩის სერია
* ტურინის "იუვენტუსმა" ზედიზედ 5 საგარეო მატჩში წააგო, რაც 2013 წლის მერე პირველად მოხდა.

* "იუვენტუსმა" შარშანაც პირველ 19 მატჩში 4 წააგო და ახლაც.

* გონსალო იგუაინმა (იუვენტუსი) "ფიორენტინას" წინააღმდეგ ბოლო 4 დაპირისპირებაში გაიტანა.

* ნიკოლა კალინიჩმა (ფიორენტინა) "იუვენტუსის" წინააღმდეგ ბოლო სამ დაპირისპირებაში გაიტანა.

* დრის მერტენსმა "ნაპოლის" მაისურით 50 გოლი გაიტანა.

* ლორენცო ტონელიმ (ნაპოლი) ზედიზედ ორ მატჩში კარიერაში პირველად გაიტანა. პირველად ეს მან 2014 წელს შეძლო.

* "რომამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი დაარტყა ტოპ-5 ევროპულ ლიგაში - 10.

* მარკო ბორიელომ (კალიარი) ამ ჩემპიონატში უკვე 9 გოლი გაიტანა, ერთით მეტი, ვიდრე გასულ სეზონში მთლიანად.

* მილანის "ინტერმა" ყველაზე მეტი ქულა გადაარჩინა სეზონში მას მერე, რაც გუნდი აგებდა - 15.

* "ინტერმა" ჩემპიონატში ზედიზედ 6 საშინაო მატჩი 2011 წლის მერე პირველად მოიგო.

* მაურო იკარდიმ (ინტერი) ზედიზედ მესამე სეზონში გაიტანა 15 ან მეტი გოლი. ბოლოს ასეთი შედეგი კლუბში ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და კრისტიან ვიერის ჰქონდათ.

* "ინტერის" ანგარიშზე "კიევოს" წინააღმდეგ I ტაიმში 34 ჩაწოდებაა, რაც სეზონის რეკორდია.

* "ბოლონიამ" ამ სეზონში საჯარიმოს გარედან 9 გოლი გაიტანა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

* ლორენცო ინსინიემ (ნაპოლი) ყველაზე მეტად სცადა ამ სეზონში საჯარიმოს გარედან დარტყმა - 40.

ლიგა 1: სუპერმონაკო

Sportall.Ge
* 501-დან 60 გოლი ლიგა 1-ში "მონაკომ" გაიტანა, ეს კი 20-გუნდიან ჩემპიონატში 12%-ია.

* 2006/07 წლების სეზონის მერე "მონაკოს" შედეგი (20 მატჩში 60 ან მეტი გოლი) მხოლოდ ორმა გუნდმა აჩვენა, "ბარსელონამ" და "რეალმა".

* "მონაკოს" მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე "მარსელსა" და "ლიონს" ერთად.

* "მარსელმა" "ველოდრომზე" 20 წუთში უფრო მეტი გოლი გაუშვა (2), ვიდრე ლიგა 1-ის 810 წუთში (1).

* "მონაკომ" "მარსელთან" თამაშში გასული სეზონის შედეგს (57 გოლი) გადააჭარბა.

* "მარსელმა" ამ თამაშამდე კარი "მშრალად" 12-დან 10 შემთხვევაში შეინახა "ველოდრომზე".

* ივან სანტინი (კაენი) პირველი ხორვატია, ვინც ლიგა 1-ში 10 გოლი გაიტანა, დადო პრშოს (2002/03) შემდეგ.

* იულიან დრაქსლერი პირველი გერმანელია კრისტიან ვიორნსის შემდეგ (1999 წ), ვინც პსჟ-ის მაისურით საფრანგეთის ჩემპიონატში გაიტანა.

* რაც მიშელ სეიდუ "ლილის" მფლობელია, გუნდმა 721 მატჩი ითამაშა ლიგა 1-ში.

* "სენტ ეტიენმა" ამ სეზონში მეცხრე ფრე ითამაშა. ეს ყველაზე მეტია ლიგა 1-ის გუნდებს შორის.

* ნიკოლა დე პრევილმა (ლილი) ზუსტად 61 წამში გაიტანა, რაც "სენტ ეტიენის" წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა.

* "ლილს" შინ 15 თამაშია არ წაუგია "სენტ ეტიენთან" დაპირისპირებაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული