ინგლისში ფეხბურთელების ხელფასებზე ორჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის კლუბები წლიურად ხელფასებზე საშუალოდ 112.1 მილიონ ფუნტს ხარჯავენ. ეს ციფრი საგრძნობლად აღემატება ბუნდესლიგის (57.9) და სერია A-ს (54.6) კლუბებს. ამის შესახებ უეფა იტყობინება.

შემდეგ მოდის ლა ლიგა, სადაც კლუბები საშუალოდ 51.6 მილიონს ხარჯავენ ხელფასებზე. მეხუთე ადგილზე კი საფრანგეთია, სადაც საშუალოდ 39.9 მილიონი იხარჯება.

აღსანიშნავია, რომ საშუალო შემოსავლის მიხედვითაც პრემიერლიგა პირველზეა ევროპაში 183 მილიონი ფუნტით, მეორე ბუნდესლიგაა 112.1 მილიონით, შემდეგ მოდის ლა ლიგა 85.3 მილიონით და სერია A 79.3 მილიონით. ბოლო ადგილზე კი ფრანგული ლიგა 1-ია 59.1 მილიონი ფუნტით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული