ბრაზილიამ კაპიტანი დაკარგა - კარლოს ალბერტო გარდაიცვალა

AutoSharing Option
72 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი კარლოს ალბერტო, რომელმაც მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში.

კარლოს ალბერტოს სიკვდილის მიზეზი გულის შეტევაა. მისმა კლუბმა "სანტოსმა" სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. კარლოს ალბერტო 1970 წლის მუნდიალზე "სელესაოს" კაპიტანი იყო, მისი გოლი ფინალში (იტალიასთან 4:1) დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო გოლად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში.

ეროვნულ ნაკრებში მარჯვენა მცველმა 53 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ფეხბურთის მეფე პელემ განაცხადა, რომ შეძრწუნებულია "მეგობრისა და ძმის" სიკვდილით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული