უცხოური ფეხბურთი

სამხრეთ ამერიკა

ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, არგენტინის ნაკრებს ბრაზილიასა და კოლუმბიასთან არ დაეხმაროს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში ბრაზილიისა და კოლუმბიის წინააღმდეგ არ ითამაშებს. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Sport იუწყება.

როგორც ირკვევა, "ბარსელონას" ვარსკლავს არ სურს მოვლენათა ფორსირება და მუხლის ტრავმის შემდეგ ზემდეტად გარისკვა. თავის მხრივ, არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია მოთამაშის გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მესი მოედანს ნოემბრის შუაში უნდა დაუბრუნდეს. რაც შეეხება მსოფლიოს ვიცე-ჩემიონებს, არგენტინის ნაკრები ბრაზილიას 14 ნოემბერს, ხოლო კოლუმბიას 17-ში დაუპირისპირდება.
ასევე დაგაინტერესებთ