უცხოური ფეხბურთი

სამხრეთ ამერიკა

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს ტოვებს?

AutoSharing Option
როგორც არგენტინული გამოცემა Ole წერს, არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი სერიოზულად დაფიქრდა სანაკრებო კარიერის შეჩერებაზე ან სულაც დასრულებაზე.

ასეთია "ბარსელონას" ბომბარდირის რეაქცია მისი მისამართით მასობრივ კრიტიკაზე, რომელიც ჩილეს ნაკრებთან კოპა ამერიკის ფინალის წაგების შემდეგ აგორდა.

არგენტინელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები ხშირად აკრიტიკებდნენ მესის იმის გამო, რომ სანაკრებო დონეზე ისე წარმატებით ვერ თამაშობს, როგორც საკუთარ კლუბში. ახლა კი პრესამ, როგორც ჩანს, რაღაც უხილავი ზღვარი გადალახა. კერძოდ, თავად Ole-მ ჩილესთან მარცხის შემდეგ მოუწოდა ნაკრების ხელმძღვანელობას - ჩამოართვან მესის კაპიტნის სამკლავური.

ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად
ლეო გამოტოვებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის რამდენიმე მატჩს, მაგრამ არ არის გამორიცხული უფრო ხანგრძლივი ბოიკოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ