კოპა ამერიკა 2015: თავდასხმა მესის ოჯახზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც ირკვევა, ფინალის შემდეგ ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღება იუარა.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი 10-წუთიანი დაგვიანებით და გარდა ამისა, რამდენიმე ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მოაქვთ საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო ორგანიზატორებს.

მესი საუკეთესოდ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წაგებული ფინალის მერეც დაასახელეს და ამას ინტერნეტ-სივრცეში და არამარტო იქ ბევრი ხუმრობა მოჰყვა. როგორც ჩანს, ლეომ "იუმორისტების" ახალი ტალღა აირიდა თავიდან და გარდა ამისა, მას, ალბათ, მართლაც არ ეხალისებოდა ამ
ჯილდოს მიღება მორიგი წაგებული ფინალის მერე და თანაც, მატჩისას მის ოჯახს ჩილეს ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტრიბუნაზე მესის მშობლები - ხორხე და სელია, მისი ძმები - როდრიგო და მატიასი და ნათესავები - აუგუსტინი და ტომასი იმყოფებოდნენ. როდრიგომ "ლა როხას" აგრესიული ქომაგების შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და ერთი-ორს შეეპასუხა, მას ზურგში ჩაარტყეს კიდეც. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ შესვენების მერე სამართალდამცველებმა ლეოს ოჯახი კომენტატორთა ერთ-ერთ ჯიხურში გადაიყვანეს და მათ მატჩისთვის თვალყურის დევნება იქიდან გააგრძელეს.

პრობლემები შეექმნა სერხიო აგუეროს ოჯახსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი შედარებით უფრო მსუბუქად იყო.

მესის კი უშუალოდ მინდორზეც ერთი-ორჯერ ხისტად ეთამაშნენ, ჩილელმა "პიტბულმა" გარი მედელმა მას შემთხვევით, წიხლიც ამოსცხო ნეკნში... რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. ლეო ფიზიკურ ტრავმას საბოლოოდ გადაურჩა, მაგრამ მორიგი ფსიქოლოგიური დარტყმა კი მიიღო, იგი ნაკრებთან ერთად ისევ უტიტულოდაა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაშუაშია მარადონას ეპოიქადა პელეს ეპოქაან ესეიგი რა გამოდის დღევანდელი ჩეხეთის ნაკრები სიტყვაზე უფრო მაღალი კლასის ყოფილა ვიდრე იგივე პანენკას დროინდელი ან თბილისის დინამოს დღევანდელი ფეხბურთელები უფრო მაღალი კლასის და გამძლეობის ყოფილან ვიდრე ყიფოს თაობა რაც ზღაპარია ისინი დღესაც და 20 წლის მერეც მაგრები იქნებოდენ და თავისუფლად შეძლებდენ დღევანდელობაში მაღალდონეზე თამაშს.
qutaiseli
15:53 07-07-2015
0
ეეჰ,მესი...მესი...ისე,ნეტა კარიერის ბოლოს ოქროს ბურთი უფრო მეტი ექნება ,თუ ვერცხლის მედალი
kote
15:16 07-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული