არგენტინა-პარაგვაი 6:1 - გამანადგურებლები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკა 2015-ის გათამაშების ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა დამაჯერებლად, ანგარიშით 6:1 გაანადგურა პარაგვაი და გადამწყვეტ მატჩში, რომელიც 4 ივლისს გაიმართება, მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდება.

თბილისის დროით 1-ელ ივლისს გამართულ შეხვედრაში დუბლი ანხელ დი მარიამ (47-ე, 53-ე წუთები) შეასრულა, რომელმაც აქტივში ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა.

გამარჯვებულთა რიგებში თითო გოლი მარკოს როხომ (15), ხავიერ პასტორემ (27), სერხიო აგუერომ (80) და გონსალო იგუაიანმა (83) გაიტანეს.

გოლი არ გაუტანია არგენტინელთა და მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავ ლიონელ მესის. სამაგიეროდ, 6-იდან 3 გოლი სწორედ მისი გადაცემის
შედეგად გავიდა, 5-ში კი უშუალოდ მონაწილეობდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დამსახურებულად აღიარეს.

პარაგვაელთა ერთადერთი გოლი ლუკას ბარიოსმა 43-ე წუთზე გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დააჯინეთ ყველა ქართველი ფეხბურთის კომენტატორი და მოასმენინეთ ამ მატჩის კომენტატორის თამაშის წაყვანა.100-ჯერ,1000-ჯერ მოიამენინეთ...იქნებ რაღაც ისწავლონ...
Zaza
14:02 01-07-2015
0
მესის დაღლილის არაფერი ეტყობა.
ჩამო რა თბილისში, ერთი-ორი კილომეტრი გაირბინე, სიმონ! :)
ქუთაისელი
10:26 01-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული