არგენტინაში ანხელ დი მარია ლიონელ მესიზე წინ დააყენეს

AutoSharing Option
ანხელ დი მარიამ ლიონელ მესის არგენტინის საუკეთესო ლეგიონერის ტიტული ჩამოართვა.

საგულისხმოა, რომ სპეციალურ გამოკითხვაში, რომელიც არგენტინელ ჟურნალისტებს შორის ყოველწლიურად ტარდება, "ბარსელონას" ლიდერი ზედიზედ შვიდი წლის განმავლობაში იმარჯვებდა.

ამჯერად კი წლის საუკეთესო არგენტინელ ფეხბურთელად, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ თამაშობს, ანხელი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ დი მარიამ წინა სეზონში მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეროვნულ გუნდთან ერთად კი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მუნდიალის დასრულების შემდეგ ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული