ლიონელ მესიმ დიეგო მარადონას გადაასწრო [VIDEO]

AutoSharing Option
შაბათს არგენტინის ნაკრებმა გვატემალაში ამხანაგური მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით იმარჯვა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლიონელ მესიმ, რომელმაც სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

საბოლოოდ, არგენტინამ 4:0 მოიგო, მესი კი მორიგი მიღწევის ავტორი გახდა - "ბარსელონას" ლიდერს ნაკრებში 35 გოლი დაუგროვდა და ის ერნან კრესპოსთან ერთად, არგენტინის ეროვნული გუნდის ბომბარდირებში მეორე ადგილს იკავებს. გვატემალასთან შესრულებული ჰეთ თრიქის წყალობით მესიმ დიეგო მარადონა ჩამოიტოვა და ახლა მის წინ მხოლოდ გაბრიელ ბატისტუტაა, რომელმაც "ალბისელესტეს" რიგებში 56 ბურთი გაიტანა.

"ლა პულგამ" ანგარიში მე-15
წუთზე გახსნა, 36-ეზე კი აუგუსტო ფერნანდესს გაატანინა. "სელტას" ნახევარმცველმა ნაკრებში თავისი პირველი ბურთი შეაგდო. ამის მერე მესიმ ჯერ პენალტი გამოიყენა (მე-40 წუთზე), მეორე ტაიმის დებიუტში კი თავი მესამედ გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ალეხანდრო საბელიამ თამაშის საშუალება მისცა ერიკ ლამელას, ვინც ეროვნულ გუნდში მხოლოდ მეორე შეხვედრა ჩაატარა.

აქვე არგენტინის ნაკრების შემადგენლობას შემოგთავაზებთ:

არგენტინა (4-3-3): ანდუხარი - კამპანიარო, კოლოჩინი, ბასანტა (64. მასკერანო), კლემენტე როდრიგესი - ბილია (46. ბრანია), გინიასუ (71. ბანეგა), აუგუსტო ფერნანდესი - აგუერო (46. ლამელა), მესი (68. პალასიო), ლავეცი (79. მონტილიო)

არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები:

1. გაბრიელ ბატისტუტა - 56 გოლი (79 მატჩი)
2. ერნან კრესპო - 35 გოლი (64 მატჩი)
ლიონელ მესი - 35 გოლი (82 მატჩი)
4. დიეგო მარადონა - 34 გოლი (91 მატჩი)
5. ლუის არტიმე - 24 გოლი (25 მატჩი)
...
10. გონსალო იგუაინი - 20 გოლი (33 მატჩი)
მარიო კემპესი - 20 გოლი (42 მატჩი)

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესიმ ნაკრებში გოლების რაოდენობით დიეგო მარადონას გადაასწრო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული