რონალდინიო? არა, გმადლობთ! როგორ ცხოვრობს "შაპეკოენსე" ავიაკატასტროფის შემდეგ

AutoSharing Option
ბრაზილიაში რეგლამენტი გადაწერეს საიმისოდ, რომ "შაპეკოენსე" შეენარჩუნებინათ. გუნდმა კი უკვე შეკრიბა შემადგენლობა და უარი თქვა რონალდინიოზე. რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც - "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები ამასწინად ავიაკატასტროფსი დაიღუპნენ.

რა მოხდა?
გასული წლის 29 ნოემბერს ბრაზილიის ჩემპიონატის კლუბი "შაპეკოენსე" სამხრეთამერიკული თასის ფინალის ჩასატარებლად გაემგზავრა. თვითმფრინავს ავიაკატასტროფა შეემთხვა კოლუმბიაში. მაშინ, როცა აეროპორტამდე 18 კილომეტრი იყო დარჩენილი. მომხდარს 71 მგზავრი შეეწირა. სულ თვითმფრინავის ბორტზე 77 მგზავრი იყო და მათგან 71 გარდაიცვალა.

გადარჩა სამი ფეხბურთელი, ავიამექანიკოსი, სტიუარდესა და ჟურნალისტი. ძირითადი შემადგენლობის 17 ფეხბურთელთან ერთად გარდაიცვალა კლუბის
პრეზიდენტი, მთელი სამწვრთნელო შტაბი და სხვა თანამშრომლები.

Sportall.Ge

როგორ ჩამოყალიბდა ახალი შემადგენლობა?
"შაპეკოენსეში" 23 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა. მათგან 17 "შაპეში" იჯარის წესით ითამაშებს. იჯარა ძირითადად წელიწადზეა გათვლილი. თავიანთი ფეხბურთელები "შაპეკოენსეში" გაანათხოვრეს არა მხოლოდ ბრაზილიურმა კლუბებმა, არამედ თურქულმა "ოსმანლისპორმა", ურუგვაულმა "დეფენსორმა", ჩინურმა "კიოტო სანმა"... ამასთან ერთად გუნდში გამოჩნდა საკლუბო აკადემიის აღზრდილი ცხრა ფეხბურთელი. იანვარში მათ შეხვდა მცველი ნეტუ, რომელიც ცოცხალი გადაურჩა ავიაკატასტროფას. მან ახალ ფეხბურთელებს "შაპეკოენსეს" ისტორია გააცნო.

საინტერესოა, რომ ლეგენდარულმა რონალდინიომ გამოთქვა კლუბში თამაშის სურვილი, თუმცა "შაპეკოენსეში" 36 წლის ვარსკვლავის სამსახურზე უარი განაცხადეს. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას სურს, მაქსიმალურად შეათამაშოს ახალგაზრდული შემადგენლობა უახლოესი სამი წლის განმავლობაში.

ბრაზილიური ფეხბურთის მამების გადაწყვეტილებით ამ დროის განმავლობაში "შაპეკოენსე" ლიგაში ადგილს ნებისმიერი შედეგის პირობებში შეინარჩუნებს. ამის გამო რეგლამენტი გადაწერეს. 20 გუნდიდან პრეტენზია არც ერთს გამოუთქვამს.

საინტერესოა, შეძლებს თუ არა ავიაკატასტროფაში გადარჩენილი სამი ფეხბურთელი "შაპეკოენსეს" შემადგენლობაში თამაშს. მეკარე ჟაკსონ ფოლმანი ფეხბურთს ვეღარასოდეს ითამაშებს. ავიაკატასტროფის შემდეგ მას ფეხი ეგრევე მოკვეთეს.

აი, ორ მცველს, ნეტუსა და ალან რუშელს კარგი შანსი აქვთ, ითამაშონ ფეხბურთი. ისინი უკვე დარბიან და ბურთთან ერთად ვარჯიშს მალე დაიწყებენ. შესაძლოა, ნეტუს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. კლუბის ფიზიოთერაპევტმა, გილერმე დიას კარლიმ განაცხადა, რომ ორივე მცველი იმაზე სწრაფად ჩადგება მწყობრში, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. "ჩვენ ვბრუნდებით." - დაწერა ინსტაგრამზე რუშელმა.

როგორია "შაპეკოენსეს" თანამედროვე ცხოვრება? ამის თაობაზე ბრაზილიელი ჟურნალისტი და მწერალი, ფაბრისიო ვიტორინო ყვება:

"შაპეკოენსეს" მიმართ გაჩნდა გულშემატკივრებისა და სპონსორების ყურადღება. გადარჩენილ მეკარე ფოლმანს თქვენ ნახავთ ყველგან" სოციალურ ქსელებში, გაზეთებში, ტელეეთერში... გუნდის საშინაო მატჩებზე ახლა ყოველთვის ანშლაგია. თუ გუნდი გასვლაზე თამაშობს, მის მიმართ იგრძნობა განსაკუთრებული ინტერესი.

Sportall.Ge

სხვა საქმეა, რომ ცოტა მაყურებელი იყო ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებების ამხანაგურ მატჩზე. ამ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთებიდან შემოსული თანხა ავიაკატასტროფაში დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხა, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი მიზეზი.

თამაში დაიწყო ოთხშაბათს, გვიან ღამით და რიო დე ჟანეიროში ჩატარებულმა ამ შეხვედრამ დიდი რაოდენობით ქომაგი ვერ შეკრიბა.

"შაპეკოენსე" მთელი ქვეყნის სიმპატიას იმსახურებს. კლუბის ახალ ხელმძღვანელობაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. ისინი არ ცდილობენ, ტრაგედიაზე იშოვონ ფული. არადა, მათ აქვთ ამის საშუალება. ბევრ ცნობილ ფეხბურთელს უნდოდა გუნდში გადასვლა. მათ შორის, რონალდინიოს, მაგრამ მათ შანსი არ მისცეს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული