სავარაუდო ტრანსფერი: დრაქსლერის მერე კოუტინიო?

AutoSharing Option
ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" იულიან დრაქსლერის ტრანსფერით შემოფარგვლას არ აპირებს და იანვარში შესაძლოა, კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი შეასრულოს.

პარიზელები ფილიპე კოუტინიოს უტრიალებენ და ბრიტანულ-ფრანგული პრესის ცნობით, "ლივერპულს" 40 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ.

ყველამ ვიცით, რომ კოუტინიო იურგენ კლოპის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია და ფილიპესთან განშორება გერმანელს ძალიან არ უნდა, მაგრამ თავად 24 წლის შემტევსაც უნდა დაეკითხონ - პსჟ-ს მიმზიდველი წინადადებების შეთავაზება კარგად ეხერხება.

ამასობაში, თავად "ლივერპული" ქუინსი პრომესის დამატებაზე ფიქრობს. 24 წლის ფლანგის მოიერიშე, რომელიც მართლაც იმედისმომცემი ფეხბურთელია, მოსკოვის "სპარტაკში" ბურთაობს. თავად ჰოლანდიელი
სავარაუდოდ, უარზე არ იქნება, რომ რუსეთის პრემიერლიგიდან ინგლისისაში აღმოჩნდეს, მთავარია, კლუბები შეთანხმდნენ ფასზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული