ლიგა 1. XVII ტური: ფალკაოს ჰეთ თრიკი და "მონაკო" პირველია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"დიჟონისა" და "მარსელის" დაპირისპირება პარასკევს ნისლის გამო ვერ ჩატარდა, ის დღეს გაიმართა და "მარსელის" გამარჯვებით დასრულდა - 2:1. სტუმრებს ბაფეტიმბი გომისმა მოაგებინა.

აი, დღეს კი "ნანტისა" და "კაენის" დაპირისპირება შეეწირა ცუდ ამინდს.

"მონაკომ" სტუმრად 4:0 დაამარცხა "ბორდო" და პირველ ადგილზე გადავიდა. რადამელ ფალკაომ ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა. კოლუმბიელს ლიგა 1-ში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშვანია "ტულუზის" შვედი ფორვარდის, ოლა ტოივონენის ჰეთ თრიკი "ლორიანის" კარში.

შაბათი. 10 დეკემბერი
დიჟონი-მარსელი 1:2
გოლები: 0:1 მ. ლოპესი (6), 1:1 აბეიდი (78), 1:2 გომისი (87)

ბორდო-მონაკო 0:4
გოლები: 0:1 სიდიბე (2), 0:2 ფალკაო (4), 0:3 ფალკაო (50), 0:4 ფალკაო (64-პენ)
გაძევება: უნა (68. ბორდო)

ნანსი-ანჟერი 2:0
გოლები: 1:0 დია (29), 2:0 პუიო (63)

ლილი-მონპელიე 2:1
გოლები: 1:0 დე პრევილი (5), 2:0 სანქარე (38), 2:1 მონიე (81)

ბასტია-მეცი 2:0
გოლები: 1:0 დანიჩი (23), 2:0 სან-მაქსიმინი (75)

ტულუზი-ლორიანი 3:2
გოლები: 1:0 ტოივონენი (8), 2:0 ტოივონენი (20), 2:1 მოკანჯო (27), 3:1 ტოივონენი (60), 3:2 უარისი (89)

ნანტი-კაენი გადაიდო

კვირა. 11 დეკემბერი
ლიონი-რენი 18:00
სტ. ეტიენი-გენგამი 20:00
პსჟ-ნიცა 23:45

1. მონაკო - 39 ქულა; 2. ნიცა - 39; 3. პსჟ - 35; 4. რენი - 27; 5. გენგამი - 26.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული