ლიგა 1. X ტური: უგოლო კლასიკი და ჰეთთრიკოსანი პლეა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ნიცა" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "პარი სენ-ჟერმენის" სერიოზული კონკურენტი იქნება. ამ ტურში "ნიცამ" სტუმრად 4:2 დაამარცხა "მეცი".

ბალოტელის არყოფნაში (ტრავმა) ცენტრფორვარდად მოთამაშე შემტევმა ნახევარმცველმა ალესან პლეამ ჰეთ თრიკი შეასრულა. 23 წლის ფეხბურთელს ჩემპიონატში უკვე 6 გოლი აქვს გატანილი, "ნიცა" კი კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.

ფრანგული კლასიკი უგოლო გამოდგა - "პარი სენ-ჟერმენმა" შინ ვერ შეძლო "მარსელის" დამარცხება - 0:0. სტუმრები მხოლოდ საკუთარი კარის დაცვით იყვნენ დაკავებულნი და ეს წარმატებით შეძლეს. უნაი ემერის გუნდი "ნიცას" უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

X ტური
მონაკო-მონპელიე 6:2
გოლები:
0:1 ბუდებუზი (9), 1:1 ფალკაო (36-პენ), 2:1 მბაპე (49), 2:2 ბუდებუზი (61-პენ), 3:2 ჟემერსონი (64), 4:2 ჟერმენი (74), 5:2 ლემარი (76), 6:2 ა. ტრაორე (89)

ლიონი-გენგამი 1:3
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (37-პენ), 1:1 სალიბური (46), 1:2 კოკო (52), 1:3 კოკო (77)

ბორდო-ნანსი 1:1
გოლები: 1:0 მენეზი (55), 1:1 კურა (74)

ლილი-ბასტია 2:1
გოლები: 1:0 კორშია (51), 2:0 ედერი (57), 2:1 დიალო (71)

დიჟონი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 ლოტიე (91)

ანჟერი-ტულუზი 0:0

ნანტი-რენი 1:2
გოლები: 1:0 სალა (42), 1:1 გროსიცკი (58), 1:2 გროსიცკი (75)

კაენი-სტ. ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 საივე (49), 0:2 ვერეტუ (58)

მეცი-ნიცა 2:4
გოლები: 0:1 პლეა (12), 1:1 მანჯეკი (25), 1:2 პლეა (38-პენ), 2:2 დიალო (69), 2:3 პლეა (84), 2:4 სიპრიენი (91)

პსჟ-მარსელი 0:0
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ვერატი (59. მატუიდი), მოტა (80. ბენ არფა), რაბიო - ლ. მოურა, კავანი, დი მარია (75. ხესე)

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 6 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), მევლუთ ერდინჩი (მეცი), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი), ალესან პლეა (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული