ამხ. მატჩები: საფრანგეთმა კამერუნს ბოლოს მაინც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
30 მაისს ევროპაში ორი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

ევრო 2016-ის მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა ნანტში კამერუნის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მასპინძლები მე-20 წუთზე ბლეზ მეტიუდის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა აფრიკელებმა 2 წუთში გაათანაბრეს - უგო ლორისს ვენსან აბუბაკარმა გაუტანა. ტაიმის მიწურულს ოლივიე ჟირუმ გაიტანა (41-ე წუთი) და საფრანგეთი ანგარიშში ისევ წინ გავიდა.

კამერუნელებმა შეხვედრის მიწურულს ერიკ შუპო-მოტინგის (88) გოლით კიდევ ერთხელ გაათანაბრეს, მაგრამ დარჩენილ დროში კარის "მშრალად" შენახვა მაინც ვერ მოახერხეს. 90-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დიმიტრი პაიეტმა დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღის მეორე მატჩი შვედეთში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა ნაკრებმა სლოვენიასთან უგოლოდ ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული