"თუ ზლატანს კარიერის დასრულება სურს, გალიაში გამოვკეტავ, სანამ არ გადაიფიქრებს"

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა.

"დღესდღეობით ზლატანის პრიორიტეტი სეზონის კარგად დასრულებაა. ჩემპიონთა ლიგის შედეგი მისთვის გადამწყვეტი არ იქნება.

თუ იბრაჰიმოვიჩს არ სურს თამაში საკუთარი თავისთვის, ითამაშოს ჩემ გამო. თუ ის ფეხბურთიდან წავა, ეს დაახლოებით იმას დაემსგავსება, რომ ვინმემ "მონა ლიზა" მოიპაროს.

თუ მას კარიერის დასრულება სურს, გალიაში ჩავკეტავ და იქ მანამდე მეყოლება, სანამ არ გადაიფიქრებს. ზლატანის წასვლა სპორტის წინააღმდეგ დანაშაული იქნება", - თქვა რაიოლამ Football Italia-სთან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი პსჟ-სთან
სეზონის ბოლოს მთავრდება და შვედ ფეხბურთელს მომავალი გუნდის ვინაობა ჯერ არ დაუსახელებია. მარტის ბოლოს იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა დაამთავროს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული