პსჟ: ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მაურო იკარდი

AutoSharing Option
ფრანგული პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის "ინტერიდან" არგენტინელი შემტევის, მაურო იკარდის შეძენას ეცდება.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური Calciomercato ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულს შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბს დატოვებს, მის მემკვიდრედ კი პარიზელები სწორედ იკარდის მიიჩნევენ.

ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობა არგენტინელ ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს იხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული