ლორან ბლანმა "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა კლუბთან შეთანხმება გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტი თანამშრომლობას 2018 წლამდე ითვალისწინებს. ამის შესახებ პარიზული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

50 წლის სპეციალისტსა და საფრანგეთის ჩემპიონებს შორის უწინდელი შეთანხმების ვადა 2016 წლის ზაფხულში იწურებოდა.

"ჩემთვის პირველი დღიდანვე უდიდესი პატივი იყო ასეთ ამბიციურ გუნდში მუშაობა და ამიტომ ნდობისთვის მადლობელი ვარ. მჯერა, რომ პსჟ დარჩება საფრანგეთის ელჩად მსოფლიო ფეხბურთში", - თქვა ბლანმა.

ბლანის ხელმძღვანელობით, პარიზულმა გუნდმა 8 ჯილდო მოიპოვა - ორჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, ერთხელ - საფრანგეთის თასი, ორჯერ
ლიგის თასი და სამჯერ ქვეყნის სუპერთასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული