ფრანგული ლიგა "მარსელი"-"ლიონის" მატჩის ინციდენტებზე იმსჯელებს

AutoSharing Option
საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა სპორტის სფეროში ტიერი ბრაიარმა განაცხადა, რომ ქვეყნის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ (LFP) რიგგარეშე სხდომა დანიშნა, სადაც "ბარსელსა" და "ლიონს" შორის (1:1) ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ.

"მარსელის" ფანატები მთელი თამაშის განმავლობაში უსტვენდნენ "ლიონის" ნახევარმცველ მატიო ვალბუენას, რომელიც უწინ სწორედ მარსელის კლუბის ღირსებას იცავდა. ტრიბუნებზე გულშემატკივრებმა მისი "ფიტულიც" კი გამოკიდეს, ხოლო როდესაც მატიო კუთხურის მოსაწოდებლად გაეშურა, ტრიბუნებინად სხვადასხვა საგნების, მათ შორის ბოთლების სროლა დაიწყეს.

მატჩის 63-ე წუთზე არბიტრი იძულებულიც გახდა თამაში შეეწყვიტა, პაუზამ კი ოციოდე წუთს გასტანა.

"ტრიბუნებზე გულშემატკივრების ქცევას გამართლება არ აქვს. ჩვენ უნდა განვიხილოთ უსაფრთხოების დაცვის საშუალებები. გასაგებია, რომ მარსელში უყვართ ფეხბურთი, მაგრამ შუშის ბოთლების სროლა ძალიან საშიშია. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ბოთლი რომ მოთამაშეს მოხვდეს", - აქვეყნებს ბრაიარის ნათქვამს L`Equipe.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული