პსჟ ანხელ დი მარიას სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" 65 მლნ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" "მანჩესტერ იუნაიტედს" ანხელ დი მარიას სანაცვლოდ 65 მლნ ევროს სთავაზობს. ამას წინ უსწრებდა ცნობა, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი პარიზულ კლუბში გადასვლას დათანხმდა და წესით, "მანჩესტერმა" ხელი არ უნდა შეუშალოს.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, დი მარიას ხელფასი პსჟ-ში წელიწადში 12,5 მლნ ევრო იქნება.

დი მარია მანჩესტერში მადრიდის "რეალიდან", გასულ ზაფხულს გადავიდა. მაშინ ინგლისურმა კლუბმა მისთვის სარეკორდო, 75 მლნ ევრო გადაიხადა. გასულ სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედის" მაისურით 32 მატჩში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და გაიტანა 11 საგოლე პასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული