ლიგა 1. XXVII ტური: "კაენმა" მარსელი დასაჯა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 თებერვალს საფრანგეთის ლიგა 1-ის XXVII ტურის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც "მარსელმა" "კანს" უმასპინძლა და მწარე მარცხი იწვნია - 2:3.

არადა, "ველოდრომზე" გამართულ დრამატულ შეხვედრაში მასპინძლები 67-ე წუთამდე ფლობდნენ ორბურთიან უპირატესობას, მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრებმა სამჯერ აიღეს "მარსელის" კარი და სამი ქულა მოიპოვეს.

მარსელო ბიელსას გუნდს ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე შეეძლო, მაგრამ მიში ბატშუაინიმ 11-მეტრიანი გააცუდა. სამაგიეროდ მასპინძლები გოლებით ანდრე აიუმ (45+2) და ანდრე-პიერ ჟინიაკმა (63) გაახარეს, მაგრამ ამის შემდეგ მარსელელთათვის საქმე ცუდად წავიდა. ნიკოლია სიობმა (67), ემილიანო სალამ
(70) და ნიკოლა ბენეზემ (87) გაიტანეს და "კანს" გამარჯვება მოუტანეს.

"მარსელს" 50 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მესამეა, "კანმა" კი 34 ქულით დროებით მეცხრე პოზიციაზე აინაცვლა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება.


ლიგა 1. XXVII ტური
28 თებერვალი
ლილი-ლიონი 19:00
ბორდო-რეიმსი 23:00
ლანსი-რენი 23:00
ლორიანი-ბასტია 23:00
მეცი-ევიანი 23:00
ტულუზი-სტ. ეტიენი 23:00

1-ლი მარტი
ნანტი-გენგამი 17:00
მონპელიე-ნიცა 20:00
მონაკო-პსჟ 00:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული