ფრანკ რიბერი საფრანგეთში ყველაზე საძულველ სპორტსმენად დაასახელეს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მის სამშობლოში ყველაზე საძულველ სპორტსმენად დაასახელეს.

გამოკითხვა გამოცემა VSD-ის ინიციატივით ჩატარდა, რესპონდენტებს კი ერთბაშად რამდენიმე პერსონის არჩევის საშუალება ჰქონდათ. რიბერის მიმართ ანტიპათია გამოკითხულთა 67%-მა გამოხატა.

საფრანგეთის ყველაზე საძულველ სპორტსმენთა სიაში მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი სამირ ნასრი (61%) აღმოჩნდა. ხმათა 55%-ით სამეულში ნიკოლა ანელკა მოხვდა.

როგორც ჩანს, სამშობლოში გულზე ასევე დიდად არ ეხატებათ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემაც (49%).
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალნი არიან 100 პროცენტი
gaga
22:55 18-12-2014
0
აბა ვინღა ევასებათ მაგ ჩემანალებს
აბაა
21:41 18-12-2014
0

სიახლეები პოპულარული