"მონაკოს" პრეზიდენტი: ჩვენ არც "რეალი" ვართ და არც "ბარსელონა"

AutoSharing Option
"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტის, ვადიმ ვასილიევის შემდეგ პრესასთან კლუბის პრეზიდენტმა დმიტრი რიბოლოვლევმაც ისაუბრა. როგორც ჩანს, რუსი ბიზნესმენი ამჯერადაც გვარის გამართლებას და ოქროს თევზების დაჭერას აპირებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას. მან აღნიშნა, რომ გუნდის ინტერესებში წამყვანი მოთამაშეების გაყიდვა სულაც არ შედის, მაგრამ ძალითაც არავის დააკავებენ.

"ლიდერების შენარჩუნება გვინდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელების სურვილზე იქნება დამოკიდებული. რალობას თვალს თუ გავუსწორებთ, ჩვენ არც "რეალი" ვართ, არც "ბარსელონა" და არც "მანჩესტერ იუნაიტედი". ყველა ფიქრობს კარიერულ წინსვლაზე და მესმის, რომ ეს კლუბები მოთამაშეებისთვის მიმზიდველია. ვინმეს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ
გაჩერება კი არ შეიძლება და არც ვაპირებთ ამას" - აღნიშნა რიბოლოვლევმა.

მონეგასკების მმართველმა იმ შეკითხვასაც უპასუხა, ღირს თუ არა 18 წლის კილიან მბაპე 100 მილიონი ევრო - ფასებს ბაზარი არეგულირებს და ვნახოთ, რა მოხდებაო. იქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მონაკომ" მადრიდის "რეალს" 120-მილიონიან შეთავაზებაზე უთხრა უარი. მბაპესა და რადამელ ფალკაოს "მონაკომ" ახალი კონტრაქტები შესთავაზა.

პარალელურად, ესპანური და ინგლისური გრანდები პორტუგალიელ ბერნარდო სილვას ეპოტინებიან. "მანჩესტერმა", "ლივერპულმა" და "პარი სენ-ჟერმენმა" კი ტიემუე ბაკაიოკოს თაობაზე მიმართეს "ლუი მეორის" ბინადრებს. ფაბინიოსთვის ბრძოლაში კი "მანჩესტერ სიტი" ლიდერობს. შემცილებელი თანაქალაქელი "იუნაიტედია".

უფროსობამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "მონაკოს" პორტუგალიელ თავკაც ლეანდრო ჟარდიმს წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული