საფრანგეთი. ლიგა 1. "მონაკო" ჩემპიონია!

AutoSharing Option
კილიან მბაპემ სეზონში მე-15 გოლი გაიტანა და 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ვინც ეს შეძლო ევროპის ტოპ-5 ლიგებში.

მან რადამელ ფალკაოს იდეალური პასით ისარგებლა და "სენტ ეტიენის" მეკარეს დუელი მოუგო. "მონაკომ" ბოლო წამებზე კონტრშეტევაზე კიდევ ერთი გაიტანა, თავი ვალერი ჟერმენმა გამოიჩინა და ამით ლეონარდო ჟარდიმის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

მონაკო-სტ. ეტიენი 2:0
გოლები: 1:0 მბაპე (19), 2:0 ჟერმენი (93)

ბომბარდირები: 35 - ედინსონ კავანი (პსჟ); 26 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 21 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 19 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული