ლიგა 1. XXXVII ტური: ჩემპიონი 99,99%-ით

AutoSharing Option
ტოპ-ლიგებში ლიგა 1 ერთადერთია, სადაც ჯერ არც ერთი გავარდნილი კლუბი არ არის ცნობილი, შანსი ყველა აუტსაიდერს დარჩა.

აი, ჩემპიონის საკითხი ოფიციალურად არა, მაგრამ რეალურად გადაწყდა - "მონაკომ" 4:0 მოუგო "ლილს" და ახლა ზესასწაული უნდა მოხდეს, რომ საფრანგეთის ჩემპიონი ვერ გახდეს. მაინც რა? პსჟ-მა დარჩენილი მატჩი წუხანდელივით უნდა მოიგოს, "მონაკომ" კი ორივე დარჩენილი შეხვედრა დათმოს.

და არც ეს იქნება საკმარისი, თუკი ბურთების სხვაობაც არ შეიცვლება პსჟ-ის სასარგებლოდ. არადა, ახლა "მონაკოს" +17 აქვს პარიზულ კლუბთან. მოკლედ, "მონაკო" 99,99%-ით საფრანგეთის ჩემპიონია. ოთხშაბათს კი
ამის გაფორმება "სენტ ეტიენთან" მატჩში ფრის მიღწევით შეუძლია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ედინსონ კავანი გოლებით ტოპ-ლიგებში საუკეთესოს, ლეო მესის გაუთანაბრდა. ახლა ორივეს 35-35 გოლი აქვს გატანილი.

XXXVII ტური
სტ. ეტიენი-პსჟ 0:5
გოლები: 0:1 კავანი (2), 0:2 ლუკას მოურა (38), 0:3 კავანი (72), 0:4 ლუკას მოურა (78), 0:5 დრაქსლერი (90)

ბორდო-მარსელი 1:1
გოლები: 1:0 როლანი (2), 1:1 გომისი (60)

მონპელიე-ლიონი 1:3
გოლები: 0:1 ფეკირი (17), 0:2 ლაკაზეტი (22), 1:2 მონიე (35), 1:3 ლაკაზეტი (95)

ნიცა-ანჟერი 0:2
გოლები: 0:1 ნ'დოი (35), 0:2 ეკამბი (92)

ბასტია-ლორიანი 2:0
გოლები: 1:0 კრიველი (74), 2:0 დანიკი (86)

დიჟონი-ნანსი 2:0
გოლები: 1:0 სამარიტანო (51), 2:0 დიონი (76)

მონაკო-ლილი 4:0
გოლები: 1:0 ფალკაო (6), 2:0 ბერნარდო სილვა (45), 3:0 ფალკაო (69), 4:0 ალონსო (89 ს. კ.)

ნანტი-გენგამი 4:1
გოლები: 1:0 ტომასონი (17), 2:0 სალა (51), 3:0 ნაკულმა (69), 3:1 დო (74), 4:1 სალა (78)

კაენი-რენი 0:1
გოლი: 0:1 სიო (68)

მეცი-ტულუზი 1:1
გოლები: 0:1 ბრაიტვაიტი (9), 1:1 სარი (66)
გამოუყენებელი პენალტი: დელორი (80. ტულუზი)

ბომბარდირები: 35 - ედინსონ კავანი (პსჟ); 26 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 21 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 19 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

გამოტოვებული მატჩი
17 მაისი:
მონაკო-სტ. ეტიენი.

ბოლო ტური
20 მაისი:
ნანსი-სტ. ეტიენი, ლორიანი-ბორდო, ლილი-ნანტი, მარსელი-ბასტია, ლიონი-ნიცა, პსჟ-კაენი, ტულუზი-დიჟონი, ანჟერი-მონპელიე, რენი-მონაკო, გენგამი-მეცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული