ლიგა 1. XXX ტური: მბაპეს ვარსკვლავური დრო [VIDEO]

AutoSharing Option
დიმიტრი პაიემ და კომპანიამ ვერაფერი დააკლო თანაბარ თამაშში "ლილს", სამხრეთელებისა და ჩრდილოელების მატჩი 0:0 დასრულდა. "მარსელი" მეხუთე ადგილზე გაიჭედა, რომელიც საფრანგეთში ევროსაგზურს არ იძლევა.

"ნიცა" აღარ ჩანს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი - მარიო ბალოტელი და კომპანია ბრეტონში 1:1 დაუზავდა "ნანტს". ჯერჯერობით, ლუსიენ ფავრი იხტიბარს არ იტეხს. ის ამბობს, რომ ცხრილს არ უყურებს, არც კი იცის, რომელი გუნდები უსწრებენ "ნიცას" და რომლები ჩამორჩებიან, რომ მისთვის მთავარი თამაშის ხარისხია. ასეც რომ იყოს, მწვრთნელს ზომები აქვს მისაღები, რადგან, პირველ რიგში, სწორედ თამაშის ხარისხი გაფუჭდა,
თორემ ლიდერებთან ჩამორჩენა ჯერ არც ისე დიდია.

როგორც ჩანს, კილიან მბაპეს ვარსკვლავური დროც დადგა - 18 წლის ფორვარდმა ცოტა ხნის წინათ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის სიხარული იგემა, შემდეგ მას ეროვნულ ნაკრებში დაუძახეს. პოზიტიური კვირა მბაპემ "კაენის" კარში დუბლით დააგვირგვინა. "მონაკოს" საჩემპიონო განაცხადი სულ უფრო ხმამაღალი ხდება.

ევროუქმეები პარიზში დასრულდა პსჟ-ის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებით, ლიონელი ალექსანდრ ლაკაზეტის მორიგი გოლის მიუხედავად.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXX ტური
მეცი-ბასტია 1:0
გოლი: 1:0 სიონი (46 ს. კ.)

ლილი-მარსელი 0:0

ნანტი-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 სალა (22), 1:1 სერი (28)

ნანსი-ლორიანი 2:3
გოლები: 1:0 მაუსა (28), 2:0 დია (42), 2:1 მუკანჯო (66), 2:2 ლაუტოა (86), 2:3 მვუემბა (93)

ბორდო-მონპელიე 5:1
გოლები: 1:0 როლანი (25), 2:0 სანკარე (29), 3:0 ვადა (32-პენ), 3:1 ბუდებუზი (47-პენ), 4:1 როლანი (76), 5:1 მალკომი (91)
გაძევება: კონგრე (82. მონპელიე)

ტულუზი-რენი 0:0
გაძევება: ბლინი (62. ტულუზი)

ანჟერი-გენგამი 3:0
გოლები: 1:0 ბამბა (63), 2:0 მანგანი (69), 3:0 დიედიუ (83)

კაენი-მონაკო 0:3
გოლები: 0:1 მბაპე (13), 0:2 ფაბინიო (49-პენ), 0:3 მბაპე (81)

დიჟონი-სტ. ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 ვერეტო (77)

პსჟ-ლიონი 2:1
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (6), 1:1 რაბიო (34), 2:1 დრაქსლერი (40)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ვერატი (89. ტ. მოტა), რაბიო, პასტორე (79. ლუკასი) - დი მარია, კავანი, დრაქსლერი (54. მატუიდი)

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 23 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული