ლიგა 1. XXIX ტური: მემფისის გოლი ცენტრიდან [VIDEO]

AutoSharing Option
მართალია, ერთ-ერთმა ლიდერმა "ნიცამ" 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და იანვრის მერე პირველი გოლი გაიტანა (მე-10 ჩემპიონატში) მარიო ბალოტელიმ, მაგრამ ეს ტური მაინც ძვირად დაუჯდა ლუსიენ ფავრის გუნდს - "ნიცამ" ორი ქულა და ლიდერი ვაილან სიპრიენი დაკარგა დიდი ხნით, მუხლის საშინელი ტრავმის გამო. სტუმარი "კაენის" რიგებში კი გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა ივან სანტინი.

ნელ-ნელა "მარსელი" სერიოზულ ძალად ყალიბდება ჩემპიონატში. არადა, ერთი პერიოდი ამ გუნდს აუტსაიდერობისთვისაც კი წირავდნენ. მართალია, "ანჟერთან" 3:0 მოგებულ შეხვედრაში (რომელსაც აქამდე ზედიზედ 4 გამარჯვება ჰქონდა) დიმიტრი პაიეს არ
გაუტანია, მაგრამ მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია.

ლიდერი "მონაკო" "ბორდომ" ვერ შეაჩერა, მიუხედავად ბოლოსკენ გატანილი სუპერკურიოზული გოლისა. მანამდე ჩემპიონატის ლიდერმა 18 წლის კილიან მბაპეს და ჟოაო მოუტინიოს წყალობით, სამი ქულა დაიბევა.

"ლიონი" ისევ მოფერიანდა და "ტულუზი" ლუკმად არ ეყო (4:0), ჩვენ კი ექსმანჩესტერელ მემფის დეპაის გამოვყოფთ - არა მარტო დუბლისთვის, არამედ მოედნის ცენტრიდან გოლის გატანისთვის. იანვარში გადასულმა დეპაიმ უკვე მოასწრო 5 გოლის გატანა.

XXIX ტური
ნიცა-კაენი 2:2
გოლები: 0:1 სანტინი (36), 0:2 კამარო (50), 1:2 ბალოტელი (71), 2:2 დონისი (77)

მარსელი-ანჟერი 3:0
გოლები: 1:0 ტოვენი (9), 2:0 კაბელია (20), 3:0 ტოვენი (77)

მონაკო-ბორდო 2:1
გოლები: 1:0 მბაპე (68), 2:0 მოუტინიო (74), 2:1 როლანი (84)

ნანსი-ლილი 1:2
გოლები: 1:0 დია (31), 1:1 დე პრევილი (63-პენ), 1:2 რონი ლოპეში (81)

მონპელიე-ნანტი 2:3
გოლები: 1:0 მუნიე (12), 1:1 ნაკულმა (24), 1:2 ნაკულმა (68), 2:2 ბუდებუზი (84), 2:3 სალა (89)

რენი-დიჟონი 1:1
გოლები: 0:1 ტავარეში (42), 1:1 საიდი (58)

გენგამი-ბასტია 5:0
გოლები: 1:0 სალიბური (47), 2:0 დეო (56), 3:0 ბრიანი (70), 4:0 ბლასი (78), 5:0 მენდი (86)
გაძევება: დანიკი (61. ბასტია)

სტ. ეტიენი-მეცი 2:2
გოლები: 0:1 სარი (1), 1:1 ბერიჩი (53), 1:2 ფალე (67), 2:2 პერენი (95)

ლიონი-ტულუზი 4:0
გოლები: 1:0 ჟალე (36), 2:0 კორნე (47), 3:0 დეპაი (53), 4:0 დეპაი (82)

ლორიანი-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 ჟანო (28 ს. კ.), 0:2 ნკუნკუ (52), 1:2 სიანი (68)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მონიე (81. ორიე), მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ნკუნკუ, რაბიო, პასტორე - დი მარია, კავანი, დრაქსლერი (88. ბენ არფა)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 22 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული