ლიგა 1. XXVIII ტური: "მონაკო" პსჟ-ს ახლოს არ იკარებს [VIDEO]

AutoSharing Option
"ბორდოსა" და "ლიონის" დაპირისპირებას თამამად ეთქმის ბრძოლა ევროპალიგის საგზურისთვის. 1:1 კი, ამ შემთხვევაში, "ლიონს" აწყობს. სხვა საქმეა, რამდენადაა საკმარისი ეს საგზური ამბიციური და საკმაოდ კარგი შემადგენლობის მქონე "ლიონისთვის". ვფიქრობთ, გუნდს ძალიან გაუჭირდება მომდევნო სეზონში ალექსანდრ ლაკაზეტის შენარჩუნება.

უნაი ემერი, როგორც ჩანს, "ბარსას" მაინც უფრთხის. ამიტომაც "ნაკლები სისხლით" შეეცადა "ნანსის" დამარცხებას და ეს კინაღამ არ გამოუვიდა. პსჟ-ს სამი ქულა სეზონში 27-ე გოლის ავტორმა ედინსონ კავანიმ პენალტის ნიშნულიდან მოუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნიცას" დაუბრუნდა მარიო ბალოტელი, რომელმაც ბოლო დროს ისევ "აურია". ბალოს არ
გაუტანია, თუმცა "ნიცამ" მიზანს მაინც მიაღწია "დიჟონთან" საგარეო მატჩში და პარიზელთა მსგავსად, მინიმალურად იმარჯვა.

"ბასტია" ყველაზე უდისციპლინო გუნდია ევროპის ტოპ-5 ლიგაში. ახლახან იყო, რომ კორსიკელთა კაპიტანმა იანიკ კაიუზაკმა მე-4 არბიტრს ხელიდან ტაბლო გააგდებინა, რისთვისაც 3 მატჩით დაისაჯა, "სენტ ეტიენთან" დაპირისპირებაში კი ნიკოლა სან-რუფმა "იყოჩაღა", რომელმაც ვენსან პაჟოს მუხლი თავში (!) უთავაზა. პაჟო საკაცით გაიყვანეს, ხოლო სან-რუფმა გასახდელის "წითელი საგზური" იქვე მიიღო.

რაც "მარსელში" დაბრუნდა, დიმიტრი პაიემ "მარსელის" მაისურით მესამე გოლი გაიტანა (8 მატჩში), "მარსელმა" კი პსჟ-სთან ჩემპიონატში და "მონაკოსთან" თასზე წარუმატებლობა დაივიწყა და "ლორიანს" სტუმრად მსუყე ანგარიშით აჯობა - 4:1.

XXVIII ტური
ბორდო-ლიონი 1:1
გოლები: 1:0 ვადა (16), 1:1 მამანა (79)

პსჟ-ნანსი 1:0
გოლი: 1:0 კავანი (80-პენ)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტ. სილვა, კიმპემბე, კურზავა - ვერატი, კრიხოვიაკი (46. მატუიდი), პასტორე - ლუკასი (64. დრაქსლერი), კავანი, გედეში (77. ბენ არფა)

მონპელიე-გენგამი 1:1
გოლები: 1:0 მუნიე (50), 1:1 ბრიანი (85)

ბასტია-სტ. ეტიენი 0:0
გაძევება: სან-რუფი (44. ბასტია), ლემუანი (65. სტ. ეტიენი)

დიჟონი-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 სიპრიენი (69)

კაენი-ანჟერი 2:3
გოლები: 0:1 ეკამბი (5), 1:1 როდელენი (11), 1:2 ნ'დიაი (21), 1:3 მანგანი (48-პენ), 2:3 სანტინი (67)

მეცი-რენი 1:1
გოლები: 1:0 დიაბატე (45), 1:1 საიდი (90)

ლორიანი-მარსელი 1:4
გოლები: 0:1 როლანდო (6), 0:2 პაიე (19), 0:3 ტოვენი (53), 0:4 სანსონი (56), 1:4 მუკანჯო (73)

ტულუზი-ლილი 1:1
გოლები: 1:0 ჟულიენი (30), 1:1 ბენზია (80)
გამოუყენებელი პენალტი: ბრაიტვაიტი (84. ტულუზი)

მონაკო-ნანტი 4:0
გოლები: 1:0 მბაპე (4), 2:0 ჟერმენი (43), 3:0 მბაპე (45), 4:0 ფაბინიო (59-პენ)

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 22 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი); 12 - სტივ მუნიე (მონპელიე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული