ლიგა 1. XXII ტური: "ლიონის" მარცხი, ლაკაზეტის მე-18

AutoSharing Option
28 იანვარს საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"ლიონმა" საკუთარ მოედანზე წააგო "ლილთან" - 1:2. სტუმართა ფორვარდმა იასინ ბენზიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ალექსანდრ ლაკაზეტმა ერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან გაქვითა. ეს ლაკაზეტის მე-18 გოლი იყო სეზონში, ის მხოლოდ ედინსონ კავანის (20 გოლი) ჩამორჩება.

ტურის ცენტრალური მატჩი დღეს გაიმართება - "პარი სენ-ჟერმენი" ლიდერ "მონაკოს" მასპინძლობს. პსჟ-ს ფანატები იმუქრებიან, თუ ულტრასების ნაწილს "პარკ დე პრენსზე" არ დაუშვებენ, ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ შეხვედრას.

შაბათი. 28 იანვარი
ლიონი-ლილი 1:2
გოლები: 0:1 ბენზია (38), 0:2 ბენზია
(80-პენ), 1:2 ლაკაზეტი (86-პენ)

ნანსი-ბორდო 0:2
გოლები: 0:1 კუფო (68 ს. კ.), 0:2 მალკომი (88)

ლორიანი-დიჟონი 2:3
გოლები: 0:1 დიონი (10), 1:1 მარვო (50), 2:1 უორისი (60-პენ), 2:2 ლოტიე (70), 2:3 ლი მელუ (92)
გამოუყენებელი პენალტი: უორისი (75. ლორიანი)

ბასტია-კაენი 1:1
გოლები: 1:0 სენ-მაქსიმინი (26), 1:1 როდელენი (45-პენ)

ანჟერი-მეცი 2:1
გოლები: 1:0 ტაიტი (25), 1:1 ტრაორე (33 ს. კ.), 2:1 პეპე (35)
გაძევება: კოადი (39. მეცი), დიანი (66. მეცი)

რენი-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 ილოკი (45), 1:1 ნიანიონი (87)

პარასკევი. 27 იანვარი
მარსელი-მონპელიე 5:1

კვირა. 29 იანვარი
ნიცა-გენგამი 18:00
ტულუზი-სტ. ეტიენი 20:00
პსჟ-მონაკო 00:00

1. მონაკო - 48 ქულა; 2. ნიცა - 46; 3. პსჟ - 45; 4. ლიონი - 37; 5. მარსელი - 33.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული