ლიგა 1. XXI ტური: შეუჩერებელი "მონაკო" [VIDEO]

AutoSharing Option
"მონაკოს" წინ ვერავინ დაუდგება - ამჯერად, მონეგასკებმა 4:0 გაანადგურეს "ლორიანი". ევროპის ტოპ-ლიგებში "მონაკოზე" მეტი გოლი არავის გააქვს. დუბლები მიითვალეს 20 წლის ბრაზილიელმა გაბრიელ ბოშილიამ და ვალერ ჟერმენმა.

"მონაკო" ორი ქულით უსწრებს "ნიცას", რომელმაც წინა ტურში დაკარგა ლიდერობა. მიუხედავად იმისა, რომ ალასან პლეა და მარიო ბალოტელი სასტარტოში იყვნენ, "ნიცამ" კორსიკაზე ვერ შეძლო "ბასტიას" დამარცხება, რომელმაც მატჩი 10 კაცით დაასრულა - 1:1.

"პარი სენ ჟერმენის" უპირობო ლიდერმა ედინსონ კავანიმ დუბლი შეასრულა "ნანტის" კარში და ბრეტანიდან ჩემპიონს სამი ქულა წამოაღებინა. ტურში ერთი მატჩი
მოყინული მინდვრის გამო გადაიდო.

კავანი პირველი ფეხბურთელია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, ვინც სეზონში 20 გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიგა 1. XXI ტური
ბასტია-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 ონიანგე (17), 1:1 სუკე (33)
გაძევება: კაიუზაკი (64. ბასტია)

ნანტი-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 კავანი (21), 0:2 კავანი (65)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მონიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ვერატი (76. რაბიო), ტ. მოტა, მატუიდი - ლუკასი, კავანი (83. ბენ არფა), დრაქსლერი (69. დი მარია)

ბორდო-ტულუზი 1:0
გოლი: 1:0 ვადა (1)
გაძევება: ბოდიგერი (43. ტულუზი)
გამოუყენებელი პენალტი: მალკომი (75. ბორდო)

დიჟონი-ლილი 0:0

კაენი-ნანსი (გადაიდო)

გენგამი-რენი 1:1
გოლები: 1:0 დიალო (35), 1:1 გურკუფი (46)
გაძევება: პრჩიჩი (45. რენი)

მეცი-მონპელიე 2:0
გოლები: 1:0 დიაბატე (14), 2:0 დიაბატე (19)

მონაკო-ლორიანი 4:0
გოლები: 1:0 ბოშილია (24), 2:0 ბოშილია (28), 3:0 ჟერმენი (37), 4:0 ჟერმენი (59)

სტ. ეტიენი-ანჟერი 2:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (17), 1:1 ბამბა (51 ს. კ.), 2:1 პერენი (74)

ლიონი-მარსელი 3:1
გოლები: 1:0 ვალბუენა (43), 2:0 ლაკაზეტი (61), 2:1 დორია (67), 3:1 ლაკაზეტი (75)

ბომბარდირები:
20 - ედინსონ კავანი (პსჟ); 17 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული