ლიგა 1. XX ტური: "მონაკო" პირველია [VIDEO]

AutoSharing Option
დისკვალიფიცირებული მარიო ბალოტელის გარეშე მოთამაშე "ნიცამ" ვერაფერი მოუხერხა ბოლოადგილოსან "მეცს" და რამდენიმე საათში ლიდერობაც დაკარგა.

სამხრეთული დუელი "ველოდრომზე" ბოლომდე თანაბარი ვერ გამოდგა, დღევანდელი "მარსელი" ახლოსაც ვერ მოვა სუპერშემტევ "მონაკოსთან", რომელმაც 4:1 იმარჯვა და ქულებით "ნიცას" გაუთანაბრდა, გოლებით კი (60 გოლი გაიტანა!) გადაუსწრო მას და პირველია.

დუბლი ბერნარდო სილვას ანგარიშზეა, რადამელ ფალკაომ სეზონში მე-12 გოლი გაიტანა. მოკლედ, "მონაკო" შესაშურ ფორმაშია.

პსჟ-ს პირადად მოუტანა სამი ქულა ახალწვეულმა იულიან დრაქსლერმა. სწორედ გერმანელმა გაიტანა გამარჯვების გოლი "რენთან" საგარეო მატჩში - 1:0 და პარიზელებს პირველ
ადგილთან მხოლოდ სამი ქულა აშორებთ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალექსანდრ ლაკაზეტის დუბლმა "ლიონს" ვერ უშველა, "კაენმა" 3:2 იმარჯვა.

XX ტური
ლილი-სენტ ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 ამუმა (17), 1:1 დე პრევილი (71)

რენი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 დრაქსლერი (39)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მონიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ვერატი, ტ. მოტა, მატუიდი - ლუკასი (77. დი მარია), კავანი (70. ბენ არფა), დრაქსლერი (73. რაბიო)
ნანსი-ბასტია 1:0
გოლი: 1:0 დია (59)
გაძევება: სენ მაქსიმინი (86. ბასტია)

ლორიანი-გენგამი 3:1
გოლები: 0:1 სალიბური (40), 1:1 უორისი (72), 2:1 კაბო (82), 3:1 უორისი (90)
გამოუყენებელი პენალტი: უორისი (82. ლორიანი)

მონპელიე-დიჟონი 1:1
გოლები: 0:1 ტავარეში (27), 1:1 რუსილიონი (87)

ტულუზი-ნანტი 0:1
გოლი: 0:1 სალა (20)

ანჟერი-ბორდო 1:1
გოლები: 1:0 ი. ტრაორე (14), 1:1 სანტამარია (27 ს. კ.)

ნიცა-მეცი 0:0

კაენი-ლიონი 3:2
გოლები: 1:0 კორნე (8 ს. კ.), 2:0 სანტინი (29), 2:1 ლაკაზეტი (35-პენ), 2:2 ლაკაზეტი (45), 3:2 სანტინი (61)

მარსელი-მონაკო 1:4
გოლები: 0:1 ლემარი (15), 0:2 ფალკაო (21), 1:2 როლანდო (28), 1:3 ბ. სილვა (45), 1:4 ბ. სილვა (56)

ბომბარდირები: 18 - ედინსონ კავანი (პსჟ); 15 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 10 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი), ალასან პლეა (ნიცა), ივან სანტინი (კაენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული