აშშ-ის ნაკრები: იურგენ კლინსმანის ნაცვლად არენა ბრუნდება?

AutoSharing Option
იურგენ კლინსმანი ამერიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. აშშ-სთვის ბოლო პერიოდი არც ისე წარმატებული გახლდათ და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ძალიან ცუდად დაიწყო, ნაკრებმა მექსიკასთან შინ 1:2 წააგო, ხოლო შემდეგ, სტუმრად კოსტა რიკასთან განადგურდა - 0:4.

ასე დაესვა წერტილი 52 წლის კლინსმანის ამერიკულ თავგადასავალს. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, როდესაც სემ ელარდაისი წავიდა, მას ისევ უკავშირებდნენ ინგლისის ნაკრებს. კლინსმანი აწ უკვე ყოფილ თანამდებობაზე 2011 წლიდან მუშაობდა.

"ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. გუნდის
ზრდისთვის და სიტუაციის გამოსასწორებლად, გადავწყვიტეთ, რომ სხვა მიმართულებით წასვლა იყო საჭირო.

რასაკვირველია, მუნდიალზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ არის და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი მარტშია და შესაბამისად, გადაწყობისთვის დრო ჯერჯერობით გვაქვს" - განაცხადა ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის მეთაურმა სუნილ გულატიმ.

დიდი შანსია იმის, რომ 10-წლიანი პაუზის მერე ამერიკის ნაკრების სათავეში 65 წლის ბრიუს არენა დაბრუნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული