გაცკანი: შესაძლოა, თამაშამდე ზედმეტად პატივისცემით განვეწყვეთ საქართველოს მიმართ

AutoSharing Option
მოლდოვის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ალეკსანდრ გაცკანმა, რომელმაც 12 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრებს ეფექტური გოლი გაუტანა და ქულები დააკარგვინა (1:1), sports.md-სთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გოლი "ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია" მის კარიერაში.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

"კარგი მატჩი ჩავატარეთ. მომენტები ორივე გუნდს გვქონდა და იყო შანსი, უფრო მეტი გოლი გასულიყო.

შეიძლებოდა, უფრო აგრესიულადაც გვეთამაშა. ბოლო ორ ეპიზოდში რომ გვეყოჩაღა, მოვიგებდით კიდეც. შესაძლოა, თამაშის წინ ზედმეტად პატივისცემით განვეწყვეთ მეტოქის მიმართ.

მთლიანობაში კარგი მატჩი გამოვიდა, რომელიც გულშემატკივრებს
მოეწონებოდათ. ამისთვის მეტოქესაც მადლობა ეკუთვნის! ჩემი გოლი კი მართლაც ეფექტური გამოვიდა. არ ვიცი, ყველაზე ლამაზია თუ არა ის ჩემს კარიერაში, მაგრამ ერთ-ერთი - ნამდვილად არის", - თქვა გაცკანმა.
ასევე დაგაინტერესებთ