გაცკანი: შესაძლოა, თამაშამდე ზედმეტად პატივისცემით განვეწყვეთ საქართველოს მიმართ

AutoSharing Option
მოლდოვის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ალეკსანდრ გაცკანმა, რომელმაც 12 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრებს ეფექტური გოლი გაუტანა და ქულები დააკარგვინა (1:1), sports.md-სთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გოლი "ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია" მის კარიერაში.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

"კარგი მატჩი ჩავატარეთ. მომენტები ორივე გუნდს გვქონდა და იყო შანსი, უფრო მეტი გოლი გასულიყო.

შეიძლებოდა, უფრო აგრესიულადაც გვეთამაშა. ბოლო ორ ეპიზოდში რომ გვეყოჩაღა, მოვიგებდით კიდეც. შესაძლოა, თამაშის წინ ზედმეტად პატივისცემით განვეწყვეთ მეტოქის მიმართ.

მთლიანობაში კარგი მატჩი გამოვიდა, რომელიც გულშემატკივრებს
მოეწონებოდათ. ამისთვის მეტოქესაც მადლობა ეკუთვნის! ჩემი გოლი კი მართლაც ეფექტური გამოვიდა. არ ვიცი, ყველაზე ლამაზია თუ არა ის ჩემს კარიერაში, მაგრამ ერთ-ერთი - ნამდვილად არის", - თქვა გაცკანმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
Bicho ra gchirt to ra dagemartat imis maguvrad ri gavamxneit da gverdze davudget chven pexburt3lebs erti matchis gamo landzgavt magis dedavatiree?? Egre ar xdeba raa tu giyvars sakutari qveyana da gulshematkivroba ici adamianma mitumetea ro ar waugiat ar unda landzgot raa wina sami tamashis gamo gadairivnen chkuidan gadavida xalxi ise gauswordat da exla landzgva ginebis meti arandeni amogdit piridan vabshee tqven martla svarkas unda uyurot da qartuli pexburtis yurebis girsi saertod ar vart mament arc me raa egre ar sheidzleba sakutars ro landzgav da sxvisu mogwons ubralod bolobolo tavmoyvareobis ambaviaa raa
Qurdashvili
17:07 15-11-2016
0
ლივერპულს და სხვა გუნდებს რომ ახსენებს და გულშემატკივრობას გვიწუნებს ზოგიერთი ურა პატრიოტი, ჩვენი ... განსხვავებით ისინი ნამდვილ ფეხბურთს თამაშობენ და მოიგებენ თუ წააგებენ აზრი არ აქვს. ქართული ფეხბურთი მკვდარია და ბალეტის ყურება თუ მომინდა სტადიონის მაგიერ სხვა ადგილას წავალ
ზურა
16:30 15-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული