მუნდიალი 2018. შესარჩევი. III ტური. A ჯგუფი: ჰოლანდია ისევ შარშია [VIDEO]

AutoSharing Option
A ჯგუფის ცენტრალური მატჩი ამსტერდამში გაიმართა, სადაც ჰოლანდიის ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა.

გამომდინარე იქიდან, რომ მუნდიალის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები იღებენ, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდებს პლეი ოფში მოუწევთ ასპარეზობა, აღნიშნულ მატჩს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ფრანგებმა სტუმრად შეძლეს უშუალო კონკურენტის დამარცხება და პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგეს მუნდიალზე მოსახვედრად, ერთადერთი გოლი კი პირველი ტაიმის შუაწელს პოლ პოგბამ მიითვალა აქტივში.

სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს, რომ სათამაშო უპირატესობას სწორედ ფრანგები ფლობდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

შვედეთმა საკუთარ კედლებში ბულგარეთი დაამარცხა და საფრანგეთთან ერთად, ლიდერობს
ჯგუფს. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილმა სკანდინავიელებმა რიხით დაიწყეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და იოლად არაფრის დათმობას აპირებენ.

თამამად შეგვიძლია, ამ ჯგუფს სიკვდილის ჯგუფიც ვუწოდოთ, სტარტი კი ისეთია, სასიკვდილო ტყვია შესაძლოა ისევ ჰოლანდიას მოხვდეს - არადა, ნარინჯისფრებმა ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვეს. თუმცა, ჯერ მხოლოდ სამი ტურია გასული და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს...

ბელარუსი-ლუქსემბურგი 1:1
გოლები: 1:0 სავიცკი (80), 1:1 იოაჰიმი (85)
ბელარუსი (4-5-1): გორბუნოვი - პოლიაკოვი, მარტინოვიჩი, ფილიპენკო, ბორდაჩევი (79. ვოლოდკო) - კალაჩევი, გლები, კორზუნი, მაევსკი (71. სავიცკი), გორდეიჩუკი - სიგნევიჩი (60. კორმილენკო)
ლუქსემბურგი (4-5-1): მორისი - იანსი, დელგადო, პერეირა (35. ვეიგა), კარლსონი - ბონერტი (72. ტურპელი), ფილიპსი, მუტში, ტილი (46. იანიში), და მოტა - იოაჰიმი
გაძევება: კარლსონი (44. ლუქსემბურგი)
გაფრთხილება: 5-3; კუთხური: 6-0; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 20-2 (10-1); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 13 000

ჰოლანდია-საფრანგეთი 0:1
გოლი: 0:1 პოგბა (30)
ჰოლანდია (4-3-3): სტეკელენბურგი - კარსდორპი, ბრუმა, დე ვრი, ბლინდი - ვინალდუმი (62. დოსტი), სტროტმანი, პროპერი (84. ვილემსი) - პრომესი (16. დეპაი), იანსენი, კლაასენი
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - სიდიბე, ვარანი, კოშენლი, კურზავა - პოგბა, მატუიდი - სისოკო, გრიზმანი (90. კანტე), პაიე (67. მარსიალი) - გამეირო (80. ჟინიაკი)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 8-6; ჯარიმა: 7-5; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 5-12 (2-6); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შვედეთი-ბულგარეთი 3:0
გოლები: 1:0 ტოივონენი (39), 2:0 ჰილემარკი (45), 3:0 ლინდელოფი (58)
შვედეთი (4-4-2): ოლსენი - კრაფტი, ლინდელოფი, გრანკვისტი, ოლსონი (63. აუგუსტინსონი) - დურმაზი, ჰილემარკი, ეკდალი, ფორსბერგი (74. ვენდტი) - ტოივონენი, ბერგი (85. გუიდეტი)
ბულგარეთი (4-5-1): სტოიანოვი - პოპოვი, ა. ალეკსანდროვი, ბოჟიკოვი, ნედიალკოვი - კოსტანდინოვი (54. მ. ალეკსანდრივი), ჩოჩევი (72. მარსელინიო), დიაკოვი, სლავჩევი (89. რიანოვი), მილანოვი - პოპოვი
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 17-2 (9-0); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 21 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 3 2 1 0 5-1 7
2. შვედეთი 3 2 1 0 5-1 7
3. ჰოლანდია 3 1 1 1 5-3 4
4. ბულგარეთი 3 1 0 2 5-10 3
5. ბელარუსი 3 0 2 1 2-5 2
6. ლუქსემბურგი 3 0 1 2 2-4 1

მომდევნო ტური
11 ნოემბერი:
საფრანგეთი-შვედეთი, ბულგარეთი-ბელარუსი, ლუქსემბურგი-ჰოლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მწვრთნელი ყავთ ძალიან სუსტი,მაგის ხელში ძალიან მძიმედ გადაიტანენ თაობათა ცვლას...კუმანი უნდა დაენიშნათ.
gocha
11:50 11-10-2016
0
რატოა, შარში? თაობათა ცვლა მიდის ნახევარი გუნდი დამტვრეულია და რა გინდათ, აღმავლობის გზაზე მყოფ საფრანგეთთან მინიმალურად წააგო, მეორეზე მაინც გავა.
sabonis
09:19 11-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული